მაითრიპალა სირისენა

მაითრიპალა სირისენა (სინჰალ. පල්ලෙවත්ත ගමරාලගේ මෛත්‍රීපාල යාපා සිරිසේන, ტამილ. பல்லேவத்தை கமரலாலாகே மைத்திரிபால யாப்பா சிறிசேன; დ. 3 სექტემბერი 1951, იუანა, ჩრდილო-ცენტრალური პროვინცია, ცეილონი) — შრი-ლანკელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. ქვეყნის მე-7 პრეზიდენტი 2015 წლის 9 იანვრიდან 2019 წლის 18 ნოემბრამდე.

მაითრიპალა სირისენა
მაითრიპალა სირისენა
შრი-ლანკის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
9 იანვარი, 2015 – 18 ნოემბერი, 2019
პრემიერ-მინისტრი  რანილ ვიკრემასინგჰე
წინამორბედიმაჰინდა რაჯაპაქსა
მემკვიდრეგოტაბაია რაჯაპაქსა

დაბადებული3 სექტემბერი, 1951
იუანა, შრი-ლანკა
პოლიტიკური პარტიაახალი დემოკრატიული ფრონტი
მეუღლეჯაიანატი პუშპა კუმარი
შვილები3
განათლებაპოლონარუვის სამეფო კოლეჯი,
მოსკოვის ლიტერატურული ინსტიტუტი
პროფესიააგრონომი
საქმიანობაფერმერი, პოლიტიკოსი
რელიგიაბუდიზმი
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1951 წელს ცეილონში. მამამისი იყო მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ალბერტ სირისენა, რომელსაც ცეილონის პრემიერ-მინისტრმა სტეფენ სენანაიაკემ გადასცა ხუთი აკრი მიწა პოლონარუვაში პარაკრამა-სამუდრას ტბასთან ახლოს. დედამისი მასწავლებელი იყო.

განათლება მიიღო პოლონარუვის ცენტრალურ სამეფო კოლეჯში. შემდეგ სამი წლის მანძილზე სწავლობდა სოფლის მეურნეობას კუნდასალეში. 1980 წელს კი მიიღო მოსკოვის ლიტერატურის ინსტიტუტის დიპლომი პოლიტოლოგიაში.

15 წლის ასაკში დაინტერესდა კომუნიზმით და შევიდა შრი-ლანკის კომუნისტურ (მაოისტურ) პარტიაში. 1989 წელს აირჩიეს პარლამენტის წევრად პოლონარუვის ოლქიდან. ამის შემდეგ 18 წლის მანძილზე ზედიზედ ირჩევდნენ პარლამენტში. მუშაობდა ირიგაციის მინისტრის მოადგილედ ჩანდრიკა კუმარატუნგას მთავრობაში. 1997 წელს კუმარატუნგამ დანიშნა პარლამენტის საქმეების მინისტრად. 2001 წელს სირისეა გახდა თავისუფლების პარტიის ლიდერი. 2004 წლიდან შრი-ლანკის პარლამენტის სპიკერია. 2007 წლიდან სოფლის მეურნეობის მინისტრია. 2010 წელს კვლავ აირჩიეს პარლამენტში და დაინიშნა ჯანმრთელობის დაცვის მინისტრად.

2015 წლის 8 იანვარს 51,3% -ით აირჩიეს შრი-ლანკის პრეზიდენტად, მოვალეობის შესრულებას შეუდგა 9 იანვარს. პრემიერ-მინისტრად დანიშნა რანილ ვიკრემასინგჰე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება