რატნასირი ვიკრემანაიაკე
რატნასირი ვიკრემანაიაკე (სინჰალ. රත්නසිරි වික්රමනායක, ტამილ. ரத்னசிறி விக்கிரமநாயக்க, დ. 5 მაისი 1933, შრი-ლანკა — გ. 27 დეკემბერი, 2016, კოლომბო, შრი-ლანკა) — შრი-ლანკის პოლიტიკური მოღვაწე. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი 2000-2001 და 2005-2010 წლებში. იგი არის ასევე შრი-ლანკის პარლამენტის წევრი. 1970 წლიდან მოყოლებული მას სხვადასხვა მინისტრის თანამდებობა ეკავა შრი-ლანკის მთავრობაში. არის შრი-ლანკის თავისუფლების პარტიის წევრი.
რატნასირი ვიკრემანაიაკე | |
შრი-ლანკის პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
19 ნოემბერი, 2005 – 21 აპრილი, 2010 | |
პრეზიდენტი | მაჰინდა რაჯაპაკსა |
პრემიერ-მინისტრი | მაჰინდა რაჯაპაკსა |
წინამორბედი | მაჰინდა რაჯაპაკსა |
მემკვიდრე | დისანაიაკა მუდიანსელაგე ჯაიარანტე |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
10 აგვისტო 2000 – 9 დეკემბერი 2001 | |
პრეზიდენტი | რანილ ვიკრამასინგჰე |
წინამორბედი | სირიმავო ბანდარანაიკე |
მემკვიდრე | მაჰინდა რაჯაპაკსა |
დაბადებული | 5 მაისი 1933 შრი-ლანკა |
გარდაცვლილი | 27 დეკემბერი, 2016 კოლომბო, შრი-ლანკა |
პოლიტიკური პარტია | შრი-ლანკის თავისუფლების პარტია |
მეუღლე | კუსუმ ვიკრემანაიაკე |
პროფესია | პოლიტიკოსი |
ბიოგრაფია
რედაქტირებავიკრემანაიაკე დაიბადა 1933 წლის 5 მაისს ბრიტანეთის ცეილონში. იგი სწავლობდა მილევის დაწყებით სკოლაში, ხოლო მოგვიანებით სწავლა განაგრძო ლონდონის სამართლის სკოლა ლინკოლნს-ინში, სადაც სწავლობდა სამართალს. მან საბოლოოდ მაინც პოლიტიკაში წასვლა არჩია, სამართლის პრაქტიკის გაგრძელების მაგივრად. სამართლის სკოლაში სწავლის პერიოდში, 1955 წელს, აირჩიეს ცეილონელი სტუდენტების ასოციაციის პრეზიდენტად.
1960 წელს დაბრუნდა სამშობლოში და ჩაება პოლიტიკურ ცხოვრებაში. აირჩიეს პარლამენტის წევრად ტროცკისტული პარტიის ლანკა-სამა-სამაჯას რიგებიდან. ამის მერე კი შეუერთდა შრი-ლანკის თავისუფლების პარტიას. ჰორანის ოლქიდან პარლამენტის წევრად აირჩიეს კიდევ ორჯერ (1965 და 1970 წლებში), როგორც თავისუფლების პარტიის წევრი.
1970 წელს სირიმავო ბანდარანაიკეს მთავრობაში ხდება იუსტიციის მინისტრის მოადგილე, 1975 წელს იკავებს პლანტაციური მრეწველობის მინისტრის თანამდებობას, ხოლო 1976 წელს ასევე ხდება იუსტიციის მინისტრი. 1977 წლის საპარლამენტო არჩევნებში თავისუფლების პარტიამ მარცხი განიცადა და ვიკრემანაიაკემ დაკარგა დეპუტატის მანდატი, ხოლო 1978 წელს აირჩიეს შრი-ლანკის თავისუფლების პარტიის გენერალურ მდივნად. 1992 წლის საყოველთაო არჩევნებში, ვიკრემანეიაკმა მოიგო კალუთარას საოლქო ადგილი, შემდეგ კი გახდა პრეზიდენტ ჩენდრიკა კუმარატიუნას მთავრობაში სახელმწიფო ადმინისტრირების, საშინაო საქმეებისა და პლანტაციების ინდუსტრიების მინისტრი. 1994 წელს გახდა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი და ასევე თავისუფლების პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი, ხოლო 2000 წელს პრეზიდენტმა ჩანდრიკა კუმარატუნგამ დანიშნა პრემიერ-მინისტრად სირიმავო ბანდარანაიკეს გადადგომის შემდეგ და ჩამოაყალიბა უმცირესობის მთავრობა. 2001 წელს მის მთავრობას უნდობლობის ვოტუმი გამოუტანა და ოპოზიციის ლიდერი რანილ ვიკრამასინგჰე გახდა ახალი პრემიერ-მინისტრი. 2004 წელს კვლავ შევიდა მთავრობაში, ხოლო 2005 წელს მაჰინდა რაჯაპაკსას ქვეყნის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ვიკრემანაიაკე გახდა პრემიერ-მინისტრი.
რატნასირი ვიკრემანაიაკე მთელი თავისი პოლიტიკური ცხოვრების განმავლობაში გამოდიოდა ტამილ-ილამის განმათავისუფლებელ ვეფხვებთან მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულების დადების მოწინააღმდეგედ.
გარდაცვალება
რედაქტირება2016 წლის 21 დეკემბერს რატნასირი ვიკრემანაიაკე მოხვდა კოლომბოს კერძო ჰოსპიტალში. იგი გარდაიცვალა 2016 წლის 27 დეკემბერს 83 წლის ასაკში დაუდგენელი დაავადებით[1][2][3]. გარდაცვალების პერიოდში მუშაობდა პრეზიდენტ მაითრიპალა სირისენას მრჩევლად[4].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ „Ratnasiri Wickremanayake, veteran Sri Lankan politician, passes away“. The Hindu. 27 December 2016. ციტირების თარიღი: 28 December 2016.
- ↑ „President, other take to Twitter to condole Ratnasiri Wickremanayake 's demise“. Sunday Times. 28 December 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 დეკემბერი 2016. ციტირების თარიღი: 28 December 2016.
- ↑ „Former Prime Minister of Sri Lanka Ratnasiri Wickremanayake passes away“. Colombo Page. 27 December 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 დეკემბერი 2016. ციტირების თარიღი: 28 December 2016.
- ↑ „Funeral of former Prime Minister Ratnasiri Wickremanayake with full state honors“. Colombo Page. 27 December 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 დეკემბერი 2016. ციტირების თარიღი: 29 December 2016.