შრი-ლანკის კომუნისტური პარტია

შრი-ლანკის კომუნისტური პარტია (შლკპ; სინჰალ. ශ්‍රී ලංකාවේ කොමියුනිස්ට් පක්ෂය, ტამილ. இலங்கை கம்யூனிஸ்ட் கட்சி) — კომუნისტური პარტია შრი-ლანკაში. 2004 წლის არჩევნებზე მონაწილეობდა როგორც ხალხის თავისუფლების გაერთიანებული ალიანსის ნაწილი. ბლოკმა ხმების 45,6% და შესაბამისად 225 კაციან პარლამენტში 105 მანდატი მიიღო.

შრი-ლანკის კომუნისტური პარტია
ශ්‍රී ලංකාවේ කොමියුනිස්ට් පක්ෂය
இலங்கை கம்யூனிஸ்ட் கட்சி
შრი-ლანკის კომუნისტური პარტია
ხელმძღვანელობა
ლიდერი დიუ გუნასეკარა
გენერალური მდივანი დიუ გუნასეკარა (2008 წლიდან)
ისტორია
დამფუძნებელი ს. ა. ვიკრამასინგი
დაფუძნდა 3 ივლისი, 1943
წინამორბედი ერთიანი სოციალისტური პარტია
პოზიციები
იდეოლოგია კომუნიზმი
მარქსიზმ-ლენინიზმი
პოლიტიკური პოზიცია ულტრამემარცხენე
ახალგაზრდული ფრთა კომუნისტი ახალგაზრდობის ფედერაცია
წარმომადგენლობითობა
შრი-ლანკის პარლამენტი 2
www.cpsl.lk

შრი-ლანკის კომუნისტური პარტია დაარსდა 1943 წლის 3 ივლისს გაერთიანებული სოციალისტური პარტიისა და ცალკეული კომუნისტური ჯგუფების საფუძველზე. 1972 წლამდე ერქვა „ცეილონის კომუნისტური პარტია“. მისი პირველი ყრილობა 1945 წლის აპრილში ჩატარდა. მას შემდეგ რაც ცეილონმა დამოუკიდებლობა მოიპოვა (1948), შლკპ მოითხოვდა კოლონიალიზმის ნაშთების მოსპობას, იბრძოდა საშინაო რეაქციის წინააღმდეგ. მან ხელი შეუწყო მთავრობის სათავეში დემოკრატიული კოალიციის მოსვლას სოლომონ ბანდარანაიკეს (1956-59) მეთაურობით და მხარს უჭერდა მის ანტიიმპერიალისტურ და დემოკრატიულ პროგრამას.

1965 წლის არჩევნებში შრი-ლანკის კომუნისტურმა პარტიამ 4 ადგილი მიიღო. ცეილონის თავისუფლების პარტიასა და ცეილონის სოციალისტურ პარტიასთან ერთად კომპარტიამ შეადგინა დემოკრატიული ოპოზიცია დადლი შ. სენანაიაკეს (1965-70) მთავრობის წინააღმდეგ. 1968 წელს შემუშავდა ერთობლივი მოქმედების პროგრამა და შეიქმნა ამ პარტიების გაერთიანებული ფრონტი.

1970 წლის საყოველთაო არჩევნებში გაერთიანებულმა ფრონტმა გაიმარჯვა (157 ადგილიდან 121 მიიღო). კომპარტიამ პარლამენტში ექვსი ადგილი მიიღო და სირიმავო ბანდარანაიკეს კოალიციურ მთავრობაში შევიდა. შრი-ლანკის კომუნისტური პარტიის მერვე ყრილობამ (1972) გაერთიანებული ფრონტის შიგნით მემარცხენე და დემოკრატიული ძალების ერთიანობის განმტკიცების ამოცანა წამოაყენა.

1975 წელს შრი-ლანკის კომუნისტურმა პარტიამ მიიღო ახალი პროგრამა, რომელმაც გამოაცხადა არაკაპიტალისტური გზით ქვეყნად სოციალიზმის განვითარების კურსი.

1977 წლის საყოველთაო არჩევნებში კომპარტიამ მიიღო ხმების 2% და პირველად არსებობის ისტორიაში ვერ მოხვდა პარლამენტში. მოგვიანებით გაერთიანდა ალიანსში შრი-ლანკის თავისუფლების პარტიის ხელმძღვანელობით. 1984 წლის იანვარში ჩატარდა მეთორმეტე ყრილობა, რომელმაც განსაზღვრა პარტიის ამოცანები ამ დროისთვის.

როდესაც თავისუფალმა პარტიამ დატოვა სახალხო ალიანსი და 2004 წლის არჩევნებამდე შეიქმნა მემარცხენე ნაციონალისტებთან — „ჯანატა ვიმუკტი პერამუნა“-სთან ერთად შექმნა ეროვნული თავისუფლების ალიანსი, შრი-ლანკის კომპარტია მონაწილეობდა ახალ ალიანსის პლატფორმაზე, თუმცა ის არ იყო ფორმალურად მისი ნაწილი.

დღევანდელი შემადგენლობა

რედაქტირება
 
შრი-ლანკის კომუნისტური პარტიის დროშა

2004 წლის 2 აპრილს ხალხის თავისუფლების გაერთიანებული ალიანსთან ერთად მონაწილეობა მიიღო არჩევნებში და ორი კაცით შევიდა პარლამენტში.[1]

პარტიის ორგანიზაციები

რედაქტირება

შრი-ლანკის კომუნისტური პარტიის ახალგაზრდულ ფრთას წარმოადგენს „კომუნისტი ახალგაზრდობის ფედერაცია“, რომელიც ორგანიზაცია დემოკრატიული ახალგაზრდობის მსოფლიო ფედერაციის წევრია.

პუბლიკაციები

რედაქტირება

დიდი ხნის განმავლობაში პარტია უშვებს გაზეთ „ათთა“-ს (სიმართლე) სინჰალურ ენაზე. ეს გაზეთი პოპულარული კულტურული მსჯელობის ნაწილი გახდა. მისი ინგლისური ორგანოა გაზეთი Forward.

პირველი მაისის აღლუმები

რედაქტირება

2008 წლის 1 მაისს, კოლობმოში კომუნისტურმა პარტიამ, ლანკა სამა სამაჯამ („ლანკას თანასწორი საზოგადოების პარტია“) და „დემოკრატიულმა მემარცხენე ფრონტმა“ გამართეს მათი კომბინირებული სოციალისტური სახალხო ფრონტის პირველი მაისის ყრილობა.[2]

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Leftist Parties of Sri Lanka. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-01. ციტირების თარიღი: 2017-11-03.
  2. „War tops May Day“. BBC News. 1 May 2008.