შოთა ლომიძე (დ. 20 იანვარი, 1936, სოფ. საყულია (დღ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი), საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 23 ოქტომბერი, 1993) — ქართველი სპორტსმენი (თავისუფალი ჭიდაობა). ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი 1968 წელს (მეხიკო; 97 კგ). მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი 1969 (მარ-დელ-პლატა; 100 კგ) და 1971 (სოფია; 100 კგ) წლებში. მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი 1967 წელს (ნიუ დელი; 97 კგ). ევროპის ორგზის ჩემპიონი 1966 (კარლსრუე; 97 კგ) და 1969 (სოფია; +100 კგ) წლებში. ევროპის ვიცე-ჩემპიონი 1967 წელს (სტამბული; 97 კგ). სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ჩემპიონი 1967 წელს (მოსკოვი; 100 კგ) და სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ბრინჯაოს პრიზიორი 1959 წელს (მოსკოვი; 100 კგ). სსრკ ოთხგზის ჩემპიონი 1964 (ორჯონიკიძე; 97 კგ), 1965 (თბილისი; 100 კგ), 1966 (ალმა-ატა; 100 კგ), 1967 (მოსკოვი; 100 კგ) წლებში. სსრკ ვიცე-ჩემპიონი 1968 წელს (კიევი; 100 კგ). სსრკ ჩემპიონატის ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი 1962 (ორჯონიკიძე; 97 კგ) და 1969 (ლუგანსკი; 100 კგ) წლებში. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1969).[1][2]

1964 წელს, ტოკიოს ოლიმპიადაზე, პირველი პაექრობა ბულგარელ პროდან გარჯევთან ფრედ დაასრულა. მეორე შეხვედრაში ქულებით სძლია შვეიცარიელ რუდოლფ კობელტს, მესამე წრეში კი თურქ ოლიმპიურ ჩემპიონ ჰასან გიუნგიორთან დამარცხდა და მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა. საბოლოოდ IX ადგილზე გავიდა.

1966 წელს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ კარლსრუეში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ფინალში თურქეთის 10-გზის ჩემპიონი აჰმეტ აიიქი დაამარცხა. ოლიმპიურ თამაშებზე, მსოფლიოსა და ევროპის პირველობებზე ეს აიიქის ერთადერთი მარცხი იყო.[3]

1971 წელს მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი და კარიერა დაასრულა.

სპორტული ასპარეზის დატოვების შემდეგ, სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა ახალციხის და გარდაბნის საკონსერვო ქარხნებს, შემდეგ კი თბილისის უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელ „ლაღიძის წყლებს“.


შოთა ლომიძის შედეგები 1968 წელს, მეხიკოს ოლიმპიადაზე

რედაქტირება
¹ შოთა ლომიძე მხოლოდ მოგების შემთხვევაში გახდებოდა ოქროს მედალოსანი, ამიტომ იგი მეხიკოს 1968 წლის ოლიმპიადაზე ვერცხლის პრიზიორი გახდა.

ძირითადი შედეგები

რედაქტირება
წელი ტურნირი მასპინძელი წონითი
კატეგორია
ადგილი
1966 ევროპის ჩემპიონატი კარლსრუე, გფრ -97 კგ  
1967 ევროპის ჩემპიონატი სტამბოლი, თურქეთი -97 კგ  
1967 მსოფლიო ჩემპიონატი დელი, ინდოეთი -97 კგ  
1968 ზაფხულის XIX ოლიმპიური თამაშები მეხიკო, მექსიკა -97 კგ  
1969 მსოფლიო ჩემპიონატი მარ-დელ-პლატა, არგენტინა 100კგ  
1969 ევროპის ჩემპიონატი სოფია, ბულგარეთი 100კგ  
1971 მსოფლიო ჩემპიონატი სოფია, ბულგარეთი 100კგ  

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • დიმოვი, იან, საქართველოს ფალავნები, თბ.: საბჭ. საქართველო, 1987. — გვ. 192–202. 268 გვ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ხსოვნა. შოთა ლომიძე 85 — მეგობრობა ზეციურ საქართველოში გრძელდება. რაიმონდ მაჭავარიანი (წიგნიდან „ლომის გვარისა“). lelo.ge. ციტირების თარიღი: 12 იანვარი, 2022
  2. როგორ შეათამაშა ჰაერში შოთა ლომიძემ 20 კგ-ით მძიმე დურალიევი ევროპის ჩემპიონატის ფინალში. რაიმონდ მაჭავარიანი (წიგნიდან „ლომის გვარისა“). lelo.ge. ციტირების თარიღი: 12 იანვარი, 2022
  3. Ушел победителем. Арсен Еремян. «Русский клуб». ციტირების თარიღი: 12 იანვარი, 2022[მკვდარი ბმული]