შოთა ბოსტანაშვილი

ქართველი ებრაელი არქიტექტორი, პედაგოგი (1948—2013)

შოთა აბრამის ძე ბოსტანაშვილი (დ. 13 მაისი, 1948, თბილისი, — გ. 29 მაისი, 2013, იქვე) — ქართველი ებრაელი არქიტექტორი, პედაგოგი. არქიტექტურის დოქტორი (2008), პროფესორი (1998).

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1972 წელს. 1978 წლიდან მუშაობდა იქვე, საპროექტო ბიუროში; ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. ძირითადი ნამუშევრებია: მონუმენტი „დიდება შრომას“ ქუთაისში (1981, ვ. დავითაიასთან ერთად; საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს პრემია „ხუთწლედის მატიანე“, 1983), მემორიალი „ხსოვნის ტაძარი“ სოფ. მუხრანში (1981, ვ. დავითაიასთან ერთად; სოფიის II საერთაშაშორისო ბიენალის ლაურეატობა და ქ. პლევნის პრემია, 1985; რუსეთის სამხატვრო აკადემიის დიპლომი, 1987), სამხატვრო გალერეა (1979) და მემორიალი „ხსოვნის კუბი“ სენაკში (1983, მოქანდაკე ვ. მელიქიშვილი; ორივე ნამუშევარი შესრულებულია არქიტექტორებთან გ. გეგელიასთან და ვ. დავითაიასთან ერთად), ხელოვნების ცენტრი დაბა გულრიფშში (1988, ვ. დავითაიასთან ერთად), „პოეზიის სასახლე“ თბილისში (1999-2000), თამარ მეფის ძეგლი მესტიაში (2012, მოქანდაკე ვაჟა მელიქიშვილი) და სხვ. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998).

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ოთხი ლაპარაკი (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2012. - 89გვ.. - ISBN: 978-9941-17-552-7
  • ბუცა = Butza : ხუროთმოძღვარი ვიქტორ ჯორბენაძე : ესსე, პოეტიკა, სემიოტიკა, კრიტიკული დისკურსი (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2012. - 218გვ.. - ISBN: 978-9941-17-626-5
  • სინაგოგებისა და ებრაული სასაფლაოების არქიტექტურა საქართველოში (ავტორი). - თბილისი, 1998

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997.
  • წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.133.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება