გიული გეგელია

ქართველი არქიტექტორი

გიული გეგელია (დ. 20 ივლისი, 1942, სენაკი, საქართველოს სსრ) — არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი, საქართველოს არქიტექტორთა კავშირის არქ-პალატის საპატიო წევრი[1], არქიტექტორთა კავშირის ეთიკის საბჭოს წევრი,[2] 1998 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი არქიტექტურის დარგში, საქართველოს არქიტექტორთა კავშირის გამგეობის წევრი. სამგზის ნომინირებული სახელმწიფო პრემიაზე. 2008 წელს, პროფესორ გეგელიას მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის წოდება.[3]

გიული გეგელია
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 20 ივლისი, 1942(1942-07-20) (82 წლის)
დაბ. ადგილი სენაკი, საქართველოს სსრ, სსრკ
ნამუშევრები და მიღწევები
საქმიანობა არქიტექტორი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
სიღნაღი რესტავრაცია-რეაბილიტაციის შემდეგ

ადრეული წლები და კარიერა

რედაქტირება

გიული გეგელია დაიბადა ქალაქ სენაკში, სამეგრელოს მხარეში, საველე ექიმის და შემდგომ მენჯის სანატორიუმის მთავარი ექიმის მაიორ გრიგოლ გეგელიას და ოფთალმოლოგ მარგალიტა ხოჭოლავას ოჯახში. საშუალო სკოლის ოქროს მედლით დამთავრების შემდეგ, გეგელიამ სწავლა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (ამჟამად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) განაგრძო პროფესორ ირაკლი ციციშვილის ხელმძღვანელობით. 1965 წელს მას არქიტექტორის კვალიფიკაცია მიენიჭა. 1966-1998 წწ. გიული გეგელია ამავე უნივერსიტეტის სხვადასხვა აკადემიურ პოსტებზე მოღვაწეობდა, 1998 წელს კი პროფესორის წოდება მიენიჭა. გიული გეგელიას უმსახურია მრავალი ჟიურისა და კომისიის წევრად, დამოუკიდებელი არქიტექტურული ექსპერტის რანგით სარეკონსტრუქციო და სარეაბილიტაციო საკითხებში. იგი რეგულარულად აწვდის რჩევებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის და საქართველოს განათლების სამინისტროებს, ისეთ საკითხებზე როგორიცაა სხვადასხვა ისტორიული ზონების რეკონსტრუქცია-ადაპტაცია და საგანმანათლებლო ინსტიტუციების არქიტექტურული სტანდარტები. [4] [5] [6]

პროფესორ გეგელიას დაწერილი აქვს 9 ნაშრომი თბილისის ისტორიული ზონების რესტავრაცია-რეკონსტრუქციის შესახებ და გამოქვეყნებული აქვს 16 სტატია ქართულ, რუსულ და პოლონურ ენებზე.

გიული გეგელიას ჰქონდა ახლო მეგობრული ურთიერთობა ოთარ ჭილაძესთან, გურამ დოჩანაშვილთან, რობერტ სტურუასთან, ნოდარ დუმბაძესთან და ჟიული შარტავასთან.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. არქ-პალატის წევრები, საქართველოს არქიტექტორთა კავშირი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2011-03-05.
  2. ეთიკის საბჭოს წევრები, საქართველოს არქიტექტორთა კავშირი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2011-03-05.
  3. ლაშა ჟვანიამ საქართველოს დამსახურებული არქიტექტორები და მშენებლები დააჯილდოვა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-21. ციტირების თარიღი: 2010-04-09.
  4. კულტურის საერთაშორისო ცენტრში „მუზა“ ახალი სკოლების არქიტექტურული პროექტების ექსპოზიცია გაიმართა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-21. ციტირების თარიღი: 2010-04-09.
  5. შეხვედრა ექპერტ-არქიტექტორებთან[მკვდარი ბმული]
  6. მთაწმინდის პანთეონში 1937 წელს რეპრესირებულთა საფლავის მემორიალი დაიდგმება[მკვდარი ბმული]