შირინ თექელი
შირინ თექელი (თურქ. Şirin Tekeli დ. 28 თებერვალი, 1944, ანკარა — გ. 13 ივნისი, 2017, ბოდრუმი, მუღლა) — ფემინისტი, აკადემიკოსი, მთარგმნელი, მწერალი, აქტივისტი და ფემინიზმის მეორე ტალღის ერთ-ერთი პიონერი თურქეთში.
შირინ თექელი | |
---|---|
თურქ. Şirin Tekeli | |
დაბადების თარიღი | 28 თებერვალი, 1944 |
დაბადების ადგილი | ანკარა |
გარდაცვალების თარიღი | 13 ივნისი, 2017 (73 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ბოდრუმი |
საქმიანობა | უნივერსიტეტის პროფესორი და მწერალი |
მოქალაქეობა | თურქეთი |
კარიერა
რედაქტირება1961 წელს თექელი გაემგზავრა პარიზში, ისწავლა ფრანგული ენა და დაიწყო სწავლა სამართლის ფაკულტეტზე. შემდეგ მან შეიცვალა მიმართულება და პოლიტიკური მეცნიერებების შესწავლა გადაწყვიტა ლოზანის უნივერსიტეტში.[1]
1967 წელს იგი დაბრუნდა თურქეთში და გახდა პირველი ქალი აკადემიკოსი, რომელმაც დაიკავა სტამბოლის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების დეპარტამენტის კათედრა. 1973 წელს მან მიიღო დოქტორის ხარისხი დაიცვა რა დისერტაცია დევიდ ისტონის „სისტემური თეორიის“ შესახებ. 1978 წელს მიიღო ასოცირებული პროფესორის წოდება, მის მაშინდელ "საკამათო" სადოქტორო დისერტაციით,რომელიც ეხებოდა პოლიტიკაში ქალების მონაწილეობას, Kadınlar ve Siyasal Toplumsal Hayat („ქალები და პოლიტიკური საზოგადოებრივი ცხოვრება“). ამ ნამუშევარმა დიდი გავლენა მოახდინა მის მსოფლმხედველობაზე: „მე ვიყავი „მორცხვი ფემინისტი“, მაგრამ როცა სადისეტაციო ნაშრომი დავამთავრე, ნათლად დავინახე, რომ ქალები იყვნენ ჩაგრული, ექსპლუატირებული და გარიყული საჯარო სფეროდან. კაპიტალიზმმა კი არ გააკეთა ეს, არამედ მამაკაცების დომინანტობამ“.[2]
დისერტაციის დასრულების შემდეგ დაიწყო არჩევნებისთვის მზადება. იგი დაბრუნდა საფრანგეთში და 1979-1980 სასწავლო წელი სამეცნიერო კვლევების ეროვნულ ცენტრში კარტოგრაფიის შესწავლას დაახარჯა. ამ დროის განმავლობაში მან შეადგინა კომპიუტერულ მონაცემთა ბაზა თურქეთში არჩევნების შესახებ ყველა არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით და ქალაქის კვარტლებში შეისწავლა არჩევნების სოციოლოგია ჟან რეინჯერთან და მის გუნდთან ერთად. 1980-1981 წლებში ორგანიზება გაუკეთა სემინარს პოლიტიკის სოციოლოგიაზე.[1] 1982 წელს ქეთელის დისერტაცია წიგნის ფორმატში გამოიცა. სულ ქეთელმა გამოსცა 25 წიგნი ქალთა საკითხების შესახებ თურქულ ენაზე.[1]
აქტივიზმი
რედაქტირებამას შემდეგ რაც მან დატოვა აკადემია საგანმანათლებლო რეფორმის გასაპროტესტებლად,[1] დაიწყო აქტიური მუშაობა თურქეთის ფემინისტურ მოძრაობაში. 1980-იანი წლები მისთვის აქტიური „მოქმედების წლებად“ [3] ითვლება.ეს პერიოდი მან თავი მიუძღვნა თურქეთში ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესებას, ცნობიერების ამაღლების კამპანიებისა და საპროტესტო აქციების გზით. 1990-იან წლებს როგორც ის უწოდებს „ინსტიტუციონალიზაციის წლებს“ [3] და თექელმა ყურადღება გაამახვილა ასოციაციებისა და ფონდების შექმნაზე (მათ შორის: KA-DER, Anakültür Kooperatifi და Winpeace).[1]
მოქმედების წლები
რედაქტირებათურქეთის მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ, არ შეეცვალა სამოქალაქო სამართალი ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის (CEDAW) შესაბამისად, მან მონაწილეობა მიიღო 1986 წელს პეტიციაში, რომელიც მოითხოვდა კონვენციის მიხედვით ცვლილებები შესულიყო კონსტიტუციაში, კანონებსა და პრაქტიკაში.[4]
1987 წლის 17 მაისს სამხედრო გადატრიალების შემდეგ, მონაწილეობა მიიღო პირველ ლეგალურ პროტესტში და თანამოაზრეებთან ერთად ითხოვდა ოჯახში ძალადობის შეწყვეტას.[5]
ჯილდოები
რედაქტირება1996 წელს საფრანგეთის კულტურის სამინისტროს მიერ დაჯილდოვდა აკადემიური პალმის ორდენით.[6]
პირადი ცხოვრება და გარდაცვალება
რედაქტირებაშირინ თექელი დაქორწინებული იყო ადვოკატ აჰმედ თექელზე, რომელსიც ლოზანის უნივერსიტეტში სწავლის დროს გაიცნო. მათი ქორწინება 2010 წლამდე — აჰმედის გარდაიცვალებამდე გაგრძელდა. მეუღლის ხსოვნის საპატივსაცემოდ, შირინ თექელმა მისგან დარჩენილი მემკვიდრეობის დახმარებით დააარსა შირინ-აჰმეთ თექელის ასოციაცია იურისტ ქალთა მხარდაჭერისთვის.[7]
თექელი გარდაიცვალა თავის ტვინის სიმსივნით. მან საკუთარი ცხედარი გადასცა Cerrahpasa-ს მედიცინის ფაკულტეტს.[1]
2017 წელს საბანჩის უნივერსიტეტის გენდერისა და ქალთა კვლევების ცენტრმა დააარსა შირინ თექელის ხსოვნისადმი მიძღვნილი „შირინ თექელის კვლევის ჯილდო“.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 KEDISTAN. (18 June 2017) Şirin Tekeli, décès d'une figure de proue du féminisme. ციტირების თარიღი: 8 May 2020
- ↑ Hrant Dink Vakfı / Hrant Dink Foundation. Şirin Tekeli anısına / Remembering Şirin Tekeli. ციტირების თარიღი: 8 May 2020
- ↑ 3.0 3.1 Boğaziçi Üniversitesi Kadın Araştırmaları Kulübü. Şirin Tekeli (Dünya Yerinden Oynar Belgesel Çekimi). ციტირების თარიღი: 8 May 2020
- ↑ Şakir. (6 March 2020) 7 Mart 1986: Feministlerden ilk kampanya; 'CEDAW uygulansın' kampanyasında imzalar TBMM'ye verildi. ციტირების თარიღი: 8 May 2020
- ↑ 'Dayağa Karşı Kadın Dayanışması Kampanyası' Tanıtım/1987. ციტირების თარიღი: 8 May 2020
- ↑ (23 May 2018) {{{title}}}, გვ. 870. ISBN 9781538102244.
- ↑ Tekeli. KAHUDEV. ციტირების თარიღი: 8 May 2020