შინაური იხვი (ლათ. Anas domestica, Anas domesticus, Anas platyrhynchos domesticus) წარმოშობილია გარეული იხვისაგან, რომელიც დაახლოებით ძვ. წ. 1000 წელზე ადრე მოიშინაურეს ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 6–7 თვისა. კვერცხების ყოველ ციკლში (5–6 თვე) დებს 90–130 კვერცხს, თითოეული 85–90 გრამს იწონის. კვერცხის საინკუბაციო ვადაა 27–28 დღე. მოზრდილი მამალი იხვი იწონის 3–5 კგ, დედალი — 2–3,5 კგ. პროდუქტიულობის მიხედვით იხვების ჯიშები იყოფა: სახორცე (პეკინური, უკრაინული რუხი, შავი თეთრგულა და სხვა), სახორცე-მეკვერცხული ან მეკვერცხულ-სახორცე (ხაკი-კემპბელი, ფრთასარკა და სხვა) და მეკვერცხული (ინდური მარბოლარები). სახორცედ კლავენ 50–55 დღის იხვებს, როდესაც თითოეული 2,5 კგ და მეტს იწონის.

შინაური იხვი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ბატისნაირნი
ოჯახი:  იხვისებრნი
გვარი:  იხვი
სახეობა:  გარეული იხვი
ქვესახეობა:  შინაური იხვი
ლათინური სახელი
Anas platyrhynchos domesticus
(Linnaeus, 1758)

ლიტერატურა

რედაქტირება