პეკინური იხვი — სახორცე მიმართულების იხვის ჯიში. გამოყვანილია ჩინეთში. თეთრადაა შებუმბვლილი; ოდნავ დაკრავს კრემისფერი. მამალი პეკინური იხვის მასა დაახლოებით 4 კგ, დედლისა 3,5 კგ. 50-60 დღის იხვის ჭუჭულის მასა 2,2-2,5 კგ აღწევს, გემრიელი ხორცი აქვს. მეკვერცულობა წელიწადში 130-150 კვერცხია. ამრავლებენ ბევრ ქვეყანაში.

პეკინური იხვი

ლიტერატურა რედაქტირება