შჩეცინი

(გადამისამართდა გვერდიდან შეცინი)

შჩეცინი (პოლ. Szczecin; გერმ. Stettin; ლათ. Stetinum, Sedinum) — ქალაქი პოლონეთში, დასავლეთ პომერანიის სავოევოდოს ადმინისტრაციული ცენტრი. უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს, მთელს ამ რეგიონში, აქ მდებარეობს პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პორტი. გაშენებულია ბალტიის ზღვის სანაპიროზე. 2012 წლის აღწერის მიხედვით აქ ცხოვრობდა 409 211 ადამიანი. შჩეცინი მდებარეობს მდინარე ოდრას ორივე ნაპირზე, ქალაქის სამხრეთით მდებარეობს შჩეცინის ლაგუნა, ხოლო ჩრდილოეთით — შჩეცინის ყურე. ამ ადგილების სიახლოვეს მდებარეობს ტბა დაბი. შჩეცინიდან რამდენიმე კილომეტრშია ქალაქი პოლიცე.

ქალაქი
შჩეცინი
Szczecin

შჩეცინი
დროშა გერბი

ქვეყანა პოლონეთის დროშა პოლონეთი
დაქვემდებარება დედაქალაქი
სავოევოდო დასავლეთ პომერანია
შიდა დაყოფა Śródmieście
კოორდინატები 53°26′00″ ჩ. გ. 14°32′00″ ა. გ. / 53.43333° ჩ. გ. 14.53333° ა. გ. / 53.43333; 14.53333
ქალაქის მერი პიოტრ კშისტეკი
დაარსდა 1243
ფართობი 301,3 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1
მოსახლეობა 409 211 კაცი (2012)
სასაათო სარტყელი UTC+1
სატელეფონო კოდი +48 91
საფოსტო ინდექსი 70-001–71-899
საავტომობილო კოდი ZS და ZZ
ოფიციალური საიტი szczecin.pl
შჩეცინი — პოლონეთი
შჩეცინი

შჩეცინი უძველესი დროდან შედიოდა პომერანიის შემადგენლობაში, ის დაარსდა 1243 წელს. მოგვიანებით ეს ტერიტორიები შევიდა პრუსიის შემადგენლობაში, სადაც იმართებოდა შუა საუკუნეების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბრძოლები, მათგან აღსანიშნავია ოცდაათწლიანი ომის პერიოდში გამართული ბრძოლები. 1729 წელს აქ დაიბადა რუსეთის იმპერატორი ეკატერინე II, შჩეცინიდან იყო აგრეთვე პავლე I-ის მეორე მეუღლე მარია თეოდორეს ასული. 1945 წელს გამართული პოტსდამის კონფერენციის შემდეგ, ეს ქალაქი მდინარე ოდრის აღმოსავლეთი სანაპიროთი გადაეცა პოლონეთს.

დაძმობილებული ქალაქები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. esbjergkommune.dk accessed Feb-2008
  2. Guide to Hull Humberside and general Hull information. www.city-visitor.com. ციტირების თარიღი: 2009-05-29.
  3. Malmö stads vänortssamarbete Swedish. © 2004-2009 Malmö stad, 205 80 Malmö, Organisationsnummer: 212000-1124. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-28. ციტირების თარიღი: 2009-06-27.
  4. St. Louis Sister Cities. St. Louis Center for International Relations. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-13. ციტირების თარიღი: 2008-05-19.