შარლოტა კვანტალიანი

ქართველი პოეტი, მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი და ფოლკლორისტი

შარლოტა კვანტალიანი (დ. 1 აპრილი, 1950, აბაშა, — გ. 7 სექტემბერი, 2022) — ქართველი პოეტი, მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი და ფოლკლორისტი.

შარლოტა კვანტალიანი
დაბადების თარიღი 1 აპრილი, 1950
აბაშა
გარდაცვალების თარიღი 7 სექტემბერი, 2022 (72 წლის)
დაკრძალულია მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი
ეროვნება ქართველი
ალმა-მატერი თბილისის ა. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი
საქმიანობა პოეტი, მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი და ფოლკლორისტი
აქტიური 1980-2022
წოდება ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი
საიტი შარლოტა კვანტალიანი
ხელმოწერა

დაიბადა 1950 წლის 1 აპრილს, ქალაქ აბაშაში. დაამთავრა რუსთავის №15 საშუალო სკოლა. დაამთავრა თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტი 1975 წელს. 1980 წლიდან მუშაობდა ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1991 წელს გახდა მწერალთა კავშირის ქვემო ქართლის ლიტერატურული ორგანოს, ალმანახ „ალგეთის” მთავარი რედაქტორი, სადაც დააფუძნა გამომცმლობა „ვეფხისტყაოსანი”. მისი ინიციატივით, 1994 წელს კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა „ლიტერატურული დაოსტატების” ფაკულტეტი, სადაც ლექციებს კითხულობდა. შემდეგ კი იქვე, ვახუშტი კოტეტიშვილის მიერ ჩამოყალიბებულ ფოლკლორის კვლევის კომპლექსურ ლაბორატორიაში ეწეოდა სამეცნიერო მუშაობას. დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ზნეობრივი გმირის პრობლემა ქართულ ფოლკლორში“. 1997 წელს დააფუძნა სამეცნიერო-სალიტერატურო გაზეთი „კალმასობა”. იმავე წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში მეცნიერ-მუშაკად. 2007 წელს მიიღო ფილოლოგიის აკადემიური დოქტორის წოდება. გამოცემული აქვს სხვადასხვა პროფილის არაერთი წიგნი (პოეზია, პროზა, საბავშვო ლექსები, სამეცნიერო სტატიები, თარგმანები). მის ლექსებზე შექმნილია უამრავი სიმღერა. თარგმნილია რამდენიმე ენაზე.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება