შანკევანი
შანკევანი, ივეთის-ზახარო[2] — სოფელი საქართველოში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, საგურამოს თემში.[1]მდებარეობს საგურამოს ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 880 მ, მცხეთიდან 16 კმ, საგურამოდან 4 კმ.
სოფელი | |
---|---|
შანკევანი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | საგურამო |
კოორდინატები | 41°53′13″ ჩ. გ. 44°48′17″ ა. გ. / 41.88694° ჩ. გ. 44.80472° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 900 მ |
მოსახლეობა | 58[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 74,1 % ოსები 25,9 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ისტორია
რედაქტირება1898 წლის ერთვერსიან რუკაზე აღნიშნული დასახლება მოხსენიებულია „ივეთის-ზახარო“-ს სახელით, ხოლო სოფელი არაშენდა — „შანკევარი“-დ (რუს. Шанкеваръ/Аръ-Ашенда). 1910 წლის ერთვერსიან რუკაზე კი სოფელი უკვე იხსენიება, როგორც „შამკევანი“. საბჭოთა პერიოდში სოფელში მოქმედებდა საგურამოს მებოსტნეობის საბჭოთა მეურნეობა.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 58 ადამიანი.[1]
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 95[3] |
2014 | 58 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 683.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
- ↑ ერთვერსიანი რუკა, 1898 წ.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.