ოთარ შალიკაშვილი

(გადამისამართდა გვერდიდან შალიკაშვილი, ოთარ)

ოთარ შალიკაშვილი — XVI საუკუნის შუა წლების მესხეთის დიდგვაროვანი ფეოდალი. ყვარყვარე III ათაბაგის პირველი ვეზირი. მურჯახეთის ბრძოლის (1535) შემდეგ ცდილობდა სამცხე-საათაბაგოს გაუქმებული სამთავროს აღდგენას და მცირეწლოვანი ქაიხოსრო ყვარყვარეს ძის ათაბაგად დამტკიცება. ამ მიზნით შალიკაშვილი ოსმალეთში გაემგზავრა და სულთანს დახმარება სთხოვა ბაგრატ იმერთა მეფის წინააღმდეგ. 1543 წელს შალიკაშვილი და ქაიხოსრო ყვარყვარეს ძე ქარაღაქის ბრძოლაში ოსმალებს უჭერდნენ მხარს. ქართველთა გამარჯვების შემდეგ ისევ სულთანთან ჩავიდნენ. სოხოისტის 1545 წლის ბრძოლაში ქართველები დამარცხდნენ. შალიკაშვილის რჩევით სამცხე-საათაბაგოს ციხეებში ოსმალთა ჯარი ჩააყენეს, ქაიხოსრო ათაბაგად დაამტკიცეს და მეურვედ შალიკაშვილი დაუნიშნეს. შემდეგ შალიკაშვილის ასული ცოლად შეირთო შაჰ-თამაზმა. შალიკაშვილის სიკვდილის შემდეგ შალიკაშვილებსა და ათაბაგებს შორის მტრული ურთიერთობა დამყარდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • სვანიძე მ., საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან XVI-XVII სს., თბ., 1971;
  • ლომსაძე შ., ქსე, ტ. 10, გვ. 678, თბ., 1986