წყარო (2006 წლის ფილმი)

(გადამისამართდა გვერდიდან შადრევანი (ფილმი 2006))

წყარო“ (ინგლ. fountain) — რეჟისორ დარენ არონოფსკის ფილოსოფიური ფენტეზის ჟანრის მხატვრული ფილმი. ფილმში მოქმედება ხდება სხვადასხვა დროში. მთავარი გმირებისთვის (ჰიუ ჯეკმენი; რეიჩელ ვაისი) სიყვარული და რომანტიზმი ყველა დროში არსებობს. „შადრევანიოქროს გლობუსზე ნომინირებული ფილმია.

„წყარო“
ჟანრი ფენტეზი
დრამა
მელოდრამა
რეჟისორი დარენ არონოფსკი
პროდიუსერი აარონ მილჩანი
იეინ სმიტი
ერიკ უოტსონი
სცენარისტი დარენ არონოფსკი
არი ჰანდელი
როლებში ჰიუ ჯეკმენი
რეიჩელ ვაისი
კომპოზიტორი კლინტ მანსელი
ოპერატორი მეთიუ ლიბატიკი
მწარმოებელი კომპანია Warner Bros. Pictures
ხანგრძლივობა 96 წთ.
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

სიუჟეტი ვითარდება სამ დროში: წარსული, აწმყო და მომავალი. შუა საუკუნეების ესპანეთი ბოროტი ინკვიზიტორის ხელშია, რომელსაც მთლიანი ესპანეთის ხელში ჩაგდება სურს. მთავარი გმირი ესპანელი კონკისტადორია. იგი დედოფლის დავალებით მიემგზავრება სიცოცხლის ხის საპოვნელად, რომელიც უკვდავების წყაროდ ითვლება. თანამედროვე დროს მთავარი პერსონაჟი ონკოლოგი ექიმია, რომელიც თავისი მეუღლის განსაკურნებლად სიმსივნის წამლის აღმოჩენას ცდილობს. ექიმის მომაკვდავი ცოლი წერს რომანს, რომელიც ესპანელი კონკისტადორის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. თვითონ ექიმის ცხოვრება არაფერია, თუ არა მხოლოდ და მხოლოდ მოგონებები ადამიანზე მისტიკური მომავლიდან, გამგზავრებლი რათა იპოვნოს მომაკვდავი ვარსკვლავი შიბალბა, რომელიც მაიას ცნობით, ახალი სიცოცხლის მიმნიჭებელია თავის სიკვდილის შემდეგ.

საინტერესო ფაქტები

რედაქტირება
  • მსახიობი რეიჩელ ვაისი, მთავარი გმირის მეუღლის როლის შემსრულებელი, მოგვიანებით რეჟისორ დარენ არონოფსკის მეუღლე გახდა.
  • ფილმის დასაწყისში მოყვანილი ციტატა - «და განდევნა ღმერთმა ადამი და ევა სამოთხიდან და აღმართა ცეცხლოვანი მახვილი სიცოცხლის ხის დასაცავად» (ინგლ. Therefore, the Lord God banished Adam and Eve from the Garden of Eden and placed a flaming sword to protect the tree of life) - არ წარმოადგენს ორიგინალის ზუსტ ციტირებას, თუმცა ზუსტად გადმოსცემს მის აზრს.
  • ფილმის წარმოება დაიწყო 2002 წელს და მისი ბიუჯეტი შეადგენდა 78 მლნ. აშშ დოლარს. მთავარ როლებში იღებდნენ ბრედ პიტს და ქეით ბლანშეტს, თუმცაღა, მას შემდეგ რაც ბრედ პიტმა პროექტი მიატოვა, გადაღებები შეჩერდა. ფინანსური დანაკარგის ნაწილობრივი კომპენსაციისათვის (რომელიც შეადგენდა 20 მლნ. დოლარს), გადაღებებისათვის შექმნილი დეკორაციები აუქციონზე გაიყიდა. დარენ არონოფსკმა ფილმზე ახლიდან მუშაობის დაწყება 2004 წელს შეძლო, მას შემდეგ, რაც მთავარ როლზე ჰიუ ჯეკმენი დაითანხმა. ქალის მთავარ როლზე კი დარენ არონოფსკის მეუღლე რეიჩელ ვაისი დათანხმდა. ამასთან ფილმის ბიუჯეტი შეამცირეს 35 მლნ. დოლარამდე.
  • ფილმის თავდაპირველი სახელწოდება იყო - „უკანასკნელი ადამიანი“ (ინგლ. The Last Man).
  • კოსმიური პეიზაჟებისთვის ქიმიური რეაქციების მაკროგადაღებები გამოიყენეს.
  • გამომცემლობა DC Comics и Vertigo-მა 2005 წელს გამოსცა კომიქსი, „შადრევნის“ პირველ ვერსიაზე.
  • კომპანია Warner Brothers-მა გადაწყვიტა ფილმის DVD-გამოცემისთვის დარენ არონოფკის გახმოვანებული კომენტარი არ დაერთოთ. მისი კომენტარის მოსმენა მხოლოდ რეჟისორის ოფიციალურ საიტზეა შესაძლო.
  • მთავარი გმირის გვარი — კრეო ლათინურად ითარგმნება, როგორც <<მე ვქმნი>> ხოლო ესპანურზე <<მე მწამს|მე მჯერა>> მთლიანი სახელი იზზი კრეო (Izzy Creo)შეილება გადაითარგმნოს ამგვარად (Y sí, creo) როგორც (კი, მე მჯერა|მე მწამს) გმირის მთლიანი სახელი და გვარი ერთად ნაჩვენებია როცა ტომი თოვლს მოაშორებს თავის მეუღლის საფლავის ქვას .

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება