შიბალბა
შიბალბა (პირდაპირი თარგმანით „შიშის ადგილი“)[1] — ქვესკნელი მაიას ცივილიზაციის მითოლოგიის მიხედვით, რომელსაც მართავენ სიკვდილის ღმერთები და მათი დამხმარეები.
XVI საუკუნეში შიბალბას შესასვლელად ითვლებოდა ვერაპაზში (დღეს კობანი, გვატემალა) არსებული გამოქვაბული. გამოქვაბულების სისტემა ბელიზსთან ასევე არის მოხსენიებული როგორც შიბალბას შესასვლელი.[2] მაიას ზოგიერთი წყაროს მიხედვით ირმის ნახტომის გალაქტიკა ასევე მოიაზრებოდა შიბალბასკენ მიმავალ გზად..[3][4][5]
მაცხოვრებლები
რედაქტირებაშიბალბა აღწერილია „პოპოლ ვუჰ“-ში როგორც ქვესკნელში მდებარე სასამართლო, რომელიც ასოცირებულია სიკვდილთან და თორმეტ მმართველ სიკვდილის ღმერთთან.
პირველ და ასევე მთავარ ღმერთს ეწოდება ჰუნ-ქაემ („ერთი სიკვდილი“). მეორე ღმერთის სახელია ვუკაბ-ქაიმ („შვიდი სიკვდილი“).
დანარჩენი ათი ღმერთი ხშირად მოხსენიებული არიან როგორც დემონები და ინაწილებენ ძალაუფლებას ადამიანთა სხვადასხვა განსაცდელზე: ავადმყოფობა, შიმშილი, შიში, განადგურება, ტკივილი, სიკვდილი.[1]
დემონები წყვილებად მოქმედებენ: ხინქუირპატი და ქუქუმაქუიჩი ადამიანებს სისხლს წოვენ; აჰალპუჰ და აჰალგანა იწვევემ ადამიანთა სხეულების დასიებას; ჩამიაბაქი და ჩამიაჰოლომი გადააქცევენ მკვდრებს ჩონჩხებად; აჰალმეზი და აჰალტოქობი იმალებიან სახლებში და მოულოდნელად სასიკვდილოდ ჭრიან ადამიანებს; ხიცი და აპტანი იწვევენ სასიკვდილო სისხლიან ხველას ადამიანებში, რომლებიც გზებზე დადიან.[6][7]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მაიას გამოქვაბულები და შიბალბა დაარქივებული 2016-12-23 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Hooker, Richard. Native American Creation Stories. Washington State University. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-01-06. ციტირების თარიღი: 2019-03-11.
- ↑ Walker, Amélie A.. (June 2000) My Trip to Xibalba and Back. Archaeological Institute of America. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-24. ციტირების თარიღი: 2019-03-11.
- ↑ Mizrach, Steve. The Mayan Sacbe System Analyzed as an Information Web. Florida International University. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-23. ციტირების თარიღი: 2019-03-11.
- ↑ Milbrath, Susan (1999) Star Gods of the Maya: Astronomy in Art, Folklore, and Calendars, 1st, University of Texas Press, გვ. 98. ISBN 0292752253.
- ↑ McLeod, Alexus (2016) Astronomy in the Ancient World: Early and Modern Views on Celestial Events. Springer, გვ. 29. DOI:10.1007/978-3-319-23600-1. ISBN 978-3-319-23600-1.
- ↑ Christenson, Allen J. (trans.) (2007) Popol Vuh: The Sacred Book of the Maya. The Great Classic of Central American Spirituality, Translated from the Original Maya Text
- ↑ Recinos, Adrian; Goetz, Delia; Morley, S.G. (trans.) (1991) Popol Vuh: Sacred Book of the Ancient Quiche Maya (Civilization of American Indian)