თამარ ყუფუნია
თამარ ყუფუნია (დ. 21 სექტემბერი [ძვ. სტ. 8 სექტემბერი], 1901, სოფ. ზუბი, ახლანდელი ხობის მუნიციპალიტეტი — გ. 26 ნოემბერი, 1985, ზუგდიდი) — საკოლმეურნეო წარმოების ნოვატორი, ორგზის სოციალისტური შრომის გმირი (1948, 1951). ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალსოფლის ვ. ი. ლენინის სახელობის კოლმეურნეობის № 1 საწარმოო ბრიგადის ბრიგადირი. საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის დამსახურებული მუშაკი. სკკპ წევრი 1943 წლიდან. კოლმეურნეობაში შევიდა 1930 წელს. გმირობა პირველად სიმინდის, ხოლო მეორედ ჩაის ფოთლის უხვი მოსავლის მიღებისას მიენიჭა. საქართველოს სსრ III — XI მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. დაჯილდოებულია 4 ლენინის ორდენით, ოქტომბრის რევოლუციის, შრომის წითელი დროშის ორდენებითა და მრავალი მედლებით (მათ შორის საკავშირო სასოფლო-სამეურნეო გამოფენის 1 დიდი ოქროს, 5 მცირე ოქროს და ვერცხლის მედლებით).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 665—666.