ყურა სოკო (ლათ. Auricularia auricula-judae; აგრეთვე ცნობილია როგორც კაცისყურა, გარდამრიდა, იუდას ყური) — საჭმელი სოკო აურიკულარიასებრთა ოჯახისა.

ყურა სოკო

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  აურიკულარიასნაირნი
ოჯახი:  აურიკულარიასებრნი
გვარი:  აურიკულარია
სახეობა:  ყურა სოკო
ლათინური სახელი
Auricularia auricula-judae (Bull.) J. Schröt., 1888)

სოკოს ლათინური და ასევე ბევრ ევროპულ ენაში არსებული ხალხური სახელწოდება მომდინარეობს ბიბლიური ლეგენდიდან იუდა ისკარიოტელზე, რომელმაც თავი ჩამოიხრჩო ანწლის ხეზე.[1][2]

პირველად აღწერა პიერ ბიულიარმა (1789) როგორც Tremella auricula-judae.[3] მიმდინარე ბინომიალური სახელწოდება Auricularia auricula-judae მიანიჭა გერმანელმა მიკოლოგმა იოზეფ შრეტერმა 1888 წელს.[3]

ნაყოფსხეული მჯდომარეა სუბსტრატზე. დიამეტრი — 12 სმ-მდე. ფორმით ადამიანის ყურს წააგავს, ნაოჭიანი, ელასტიური და ლაბისებრია. გარეთა შეფერილობა — მოყვითალო-ყავისფერი, მოიისფრო-ნაცრისფერი ან მოწითალო მურა. ზედაპირი წვრილხავერდოვანია. შიგნიდან ნაცრისფერ-იისფერიდან ნაწრისფერ-მოწითალომდე, ტიტველი.

რბილობი — ცვილისებრი, გამჭვირვალე, გახმობისას პერგამენტისებრი.[4]

სპორები — 11-15(23)×5-7(8) მკმ. ცილინდრული, მოხრილი.

გავრცელება

რედაქტირება

ფართოდაა გავრცელებული ჩრდილოეთ ზომიერი სარტყლის შედარებით თბილ ნაწილში.

იზრდება ცოცხალ და გამხმარ ფოთლოვან ხეებზე (პარაზიტი ან საპროტროფი), განსაკუთრებით ანწლზე და მურყანზე, მთელი წლის განმავლობაში.

საკვები ღირებულება

რედაქტირება

ყურა სოკო მეტად დაფასებულია შორეულ აღმოსავლეთში, განსაკუთრებით ჩინეთში. იგი ჩინური წვნიანი კერძის „შავი სოკოს“ ერთ-ერთი აუცილებელი ინგრედიენტია, აგრეთვე გამოიყენება ჩინურ მედიცინაში. ყურა სოკოს იყენებენ სალათებშიც. საქართველოში საჭმელად არ ხმარობენ.[5]

სინონიმები

რედაქტირება
სამეცნიერო სინონიმები
ქართული სინონიმები
  • იუდას ყური
  • კაცისყურა
  • გარდამრიდა
  • ყურჭატა[4]

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Harding, Patrick. Mushroom Miscellany. — HarperCollins, 2008. — С. 118. — ISBN 978-0-00-728464-1.
  2. Иванов А.Н., Каргин А.С., Государственный республиканский центр русского фольклора. Сохранение и возрождение фольклорных традиций. — Гос. республиканский центр русского фольклора, 2003. — С. 24.
  3. 3.0 3.1 Auricularia auricula-judae (Bull.) J. Schröt. 1888. MycoBank. International Mycological Association. ციტირების თარიღი: 20 სექტემბერი, 2010.
  4. 4.0 4.1 Auricularia auricula-judae (Bull.) J. Schröt.. საქართველოს სოკოებისა და ლიქენების ეთნობიოლოგია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-26. ციტირების თარიღი: 26 ოქტომბერი, 2020.
  5. ნახუცრიშვილი, 2006, გვ. 42
  6. Аурикулярия уховидная на сайте Mycobank