ანწლი (ლათ. Sambucus) — ყვავილოვან მცენარეთა გვარი ადოქსასებრთა[1] (ადრე ცხრატყავასებრთა) ოჯახისა. ბუჩქები ან მცირე ზომის ხეებია, იშვიათად კი მრავალწლოვანი ბალახები. ანწლის ფოთლები ფრთისებრია, მოპირისპირედ განლაგებული, ყვავილები ხუთწევრიანი, აქტინომორფული, ფარის ან ქოლგის მსგავსად შეკრებილი. ნაყოფი წვნიანი, შავი ან წითლი კენკრაა. გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროს ზომიერ და სუბტროპიკულ ზონებში (გარდა ცენტრალურ და სამხრეთ აფრიკისა). ცნობილია 40 სახეობა. მათ შორის საქართველოში 2 — დიდგულა (Sambucus nigra) და საკუთრივ ანწლი (Sambucus ebulus), რომელიც მყრალი ბალახოვანი მცენარეა. აქვს სწორი 0,5–1,5 მ სიმაღლის დაღარული ღერო, საგველასებრ ყვავილედებად შეკრებილი ყვავილები, მრგვალი შავი ნაყოფი. იზრდება ტყის სარტყელში - ფოთლოვან ტყეებში. ტყის პირებზე და სხვა ადგილებში, ზოგჯერ ქმნის რაყას. ყვავილი შეიცავს ეთეროვან ზეთს; ნაყენს მედიცინაში იყენებენ.

ანწლი

Sambucus ebulus
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანნი
რიგი:  გოქშოსნაირნი
ოჯახი:  ადოქსასებრნი
გვარი:  ანწლი
ლათინური სახელი
Sambucus (L., 1753)

გალერეა რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება