ანწლი
ანწლი[1] (ლათ. Sambucus ebulus) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ადოქსასებრთა ოჯახისა. გამოირჩევა უსიამოვნო სუნით. აქვს სწორი ღერო, რომელიც სიმაღლეში 80-150 სმ-ია, იგი დაღარულია, მარტივი ან სუსტად დატოტვილი, ძირითადად – შიშველი. ფოთოლი კენტფრთისებურია, 5–11 მოგრძოლანცეტა ფოთოლაკით, კიდეებზე ხერხკბილა. ყვავილედი კენწრული ფარისებური საგველაა. გვირგვინი თეთრი ფერისაა, ზოგჯერ მოვარდისფრო ან მომწვანოც გვხვდება. ნაყოფი ფერად შავია. ყვავილობს ივნის-აგვისტოში, ნაყოფს იძლევა აგვისტო-ოქრომბერში. გავრცელებულია კავკასიაში (მ.შ. მთელ საქართველოში), ევროპაში, შუა და მცირე აზიაში, ირანსა და ერაყში. იზრდება დაბლობიდან სუბალპურ სარტყლამდე მდინარეთა ნაპირებზე, ტყისპირებზე, ქვიან ადგილებში.[2]
ანწლი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ყვავილობის დროს | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Sambucus ebulus (L., 1753) | |||||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||||
|
გურულად და იმერულად ეწოდება ანწლიკა; ჭანურად — ანწკლი, ინჭირა, ინჭირი; მეგრულად — ინჭირია, ინჭილია, ინჭირი; სვანურად — განჭვ, განჭვ.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მაყაშვილი ა., ანწლი // ბოტანიკური ლექსიკონი, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1961.
- ↑ სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 12.