დიდგულა (ლათ. Sambucus nigra) — მაღალი (3-6 მ) ტოტებგაშლილი ბუჩქი ან დაბალი ხე ადოქსასებრთა[1] (ადრე ცხრატყავასებრთა) ოჯახისა. ტოტების გული რბილი და თეთრია. აქვს თეთრი ან მოყვითალო-მოთეთრო ფარისებრ-საგველა კენწრულ ყვავილედებად შეკრებილი ყვავილები, მოშავო-მოიისფრო კენკრასებრი ნაყოფი. გავრცელებულია ჩრდილოეთ და შუა ევროპაში, ხმელთაშუაზღვისპირეთსა და მცირე აზიაში; ყირიმსა და კავკასიაში; საქართველოში — თითქმის ყვალგან; იზრდება ტყეში, ტყისპირებსა და ხევებში მთის შუა სარტყლამდე. უმთავრესად ტენიან ფერდობებზე. დიდგულა ქერს ყვავილსა და ნაყოფს იყენებენ მედიცინაში. ფოთოლი შეიცავს A ვიტამინს, ნაყოფს იყენებენ საჭმელად და საღებავის დასამზადებლად.