ყირგიზული სამზარეულო
ყირგიზული სამზარეულო ყირგიზეთის მოსახლეობის უმეტესობის, ანუ ყირგიზი ხალხის დამახასიათებელ საკვებს, სასმელს და მომზადების სხვადასხვა მეთოდებს მოიცავს. ის მეზობელი ქვეყნების სამზარეულოს ბევრ ასპექტში წააგავს.
ტრადიციული ყირგიზული საკვები ცხვრის, საქონლისა და ცხენის ხორცის ირგვლივ ტრიალებს, რასაც ასევე სხვადასხვა სახის რძის პროდუქტები ემატება. მომზადების ტექნიკა და ძირითადი ინგრედიენტები ყირგიზი ერის ისტორიულად მომთაბარე ცხოვრების წესით არის შთაგონებული. ამდენად, მრავალი მომზადების მეთოდი საკვების შემდგომში დიდი ხნით შენახვის ირგვლივაა აგებული. ყირგიზებს ყველაზე მეტად ცხვრისა და საქონლის ხორცი უყვართ, თუმცა დღესდღეობით ბევრ მათგანს მათი მირთმევის რეგულარული შესაძლებლობა არ გააჩნიათ.
ყირგიზეთში უამრავი ეროვნების ადამიანსა და სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს შეხვდებით. ისეთ დიდ ქალქებში როგორებიცაა ბიშკეკი, ოში, ჯალალ-აბადი და კარაკოლი, სხვადასხვა ეროვნული და საერთაშორისო სამზარეულოს ნახვა შეიძლება. უიღურებისა და დუნგანების, ასევე უზბეკური და რუსული სამზარეულოები ყირგიზეთში განსაკუთრებით ხშირი და პოპულარულია. აღსანიშნავია, რომ ისინი ქვეყანაში ყველაზე დიდ ეროვნულ უმცირესობებს წარმოადგენენ.
ხორცის კერძები
რედაქტირებასხვადასხვა ფორმის ხორცი ყოველთვის ყირგიზული სამზარეულოს განუყოფელი ნაწილი იყო. ყველაზე პოპულარულ ხორცის კერძებს შორისაა ცხენის ხორცის სოსისები (ქაზი ან ჩუჩუქი), შემწვარი ცხვრის ღვიძლი, ბეშბარმაკი (შედგება მოხარშული და დაქუცმაცებული ხორცისა და თხელი ატრიისგან) და სხვ.
ბეშბარმაკი
რედაქტირებაბეშბარმაკი ყირგიზეთის ეროვნული კერძია. ის ასევე პოპულარულია ყაზახეთში, უზბეკეთსა და სინძიანში (სადაც მას ნარინი ეწოდება). ის შედგება ცხენის ხორცისგან (შესაძლოა იყოს ცხვრის ან საქონლის), რომელიც რამდენიმე საათი თავისივე წვენში იხარშება. ის მორთმეულია შინ მომზადებული ატრიითა და ცოტაოდენი ოხრახუშით. ბეშბარმაკი ყირგიზულად ხუთ თითს ნიშნავს, შესაძლოა იმიტომ რომ კერძს როგორც წესი ხელით მიირთმევენ. ბეშბარმაკს ხშირად მნიშვნელოვანი ნადიმობისთვის ამზადებენ, როგორიცაა ოჯახში ახალი ბავშვის დაბადება ან ვისიმე მნიშვნელოვანი დაბადების დღე. მას ასევე ამზადებენ ოჯახის წევრის დატირებისას, იქნება ეს დაკრძალვა თუ წლისთავი. თუ კერძი ცხენის ხორცის ნაცვლად ცხვრითაა მომზადებული, ცხვრის მოხარშულ თავს სუფრის ყველაზე საპატიო წევრის წინ ათავსებენ, რომელიც შემდეგ მას ნაწილებად ჭრის და სუფრის სხვა წევრებს სთავაზობს.[1]
დიმლამა
რედაქტირებადიმლამა წვნიანია, რომელიც ხორცის, კარტოფილის, ხახვისა და ბოსტნეულისგან შედგება. მასში ზოგჯერ ხილსაც შეხვდებით.
პალოო
რედაქტირებაპალოო ცენტრალურ აზიაში ფართოდ გავრცელებული ფლავის ყირგიზული ვარიანტია. ის შედგება ხორცის ნაჭრებისგან (ძირითადად ცხვრის ან საქონლის, ზოგჯერ ქათმისაც), რომელსაც სპეციალურ სქელძირიან თუჯის ქვაბში, ქაზანში წვავენ. ხორცს შემდეგ შემწვარი სტაფილოს ნაჭრები, ხახვი და ბრინჯი ერევა. კერძს შემწვარი ნივრის თავები და ცხარე წითელი წიწაკა ამშვენებს.
სასმელი
რედაქტირებაპოპულარული ყირგიზული სასმელია კიმიზი (კუმისი). ის დაბალალკოჰოლური სასმელია, რომელიც ფაშატის რძის ფერმენტაციით მიიღება. ის ევრაზიული მომთაბარე კულტურის საფირმო სასმელად მიიჩნევა, ვინაიდან მას ყაზახეთსა და მონღოლეთშიც მიირთმევენ.
არსებობს ბევრი დასალევი, რომელსაც შეიძლება ტრადიციული ყირგიზული სასმელი ეწოდოს. ერთ-ერთი მათგანია მაქსიმი, რომელიც მარცვლოვნების ფერმენტაციით მზადდება. მას ადრე ყირგიზი ქალები ოჯახში გამოსაყენებლად მცირე რაოდენობით ამზადებდნენ. მაქსიმი როგორც წესი ალაოსგან მზადდება, თუმცა სხვა მარცვლოვნებიც შეიძლება იყოს გამოყენებული.
ბოზო დაბალალკოჰოლური სასმელია, რომელიც ხორბლისგან მზადდება.[2]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Kyrgyztan Cuisine Kyrgyzstan.net.my. Retrieved 16 February 2015.
- ↑ Kyrgyzstan - popular drinks Advantour.com. Retrieved 24 September 2017.