ყვირის ქედი
ქედი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში
ყვირის ქედი — ქედი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის წალენჯიხის მუნიციპალიტეტში. წარმოადგენს მდინარეების მაგანისა (ენგურის მარცხენა შენაკადი) და ინწრის (ჭანისწყლის მარჯვენა შენაკადი) სათავეების წყალგამყოფს. უმაღლესი მწვერვალია — ყვირა (2038 მ). ყვირის ქედი აგებულია ცარცული კირქვებით. ციცაბო კალთები დანაწევრებულია ღრმა კლდოვანი ხევ-ხეობებით. დამახასიათებელია კარნიზები და მრავალრიცხოვანი კარსტული ფორმები. სამხრეთ კალთაზე წიფლნარ-რცხილნარია, არის მუქწიწვიანებიც, ჩრდილოეთ კალთა შემოსილია ფართოფოთლოვანებით. მაღალ ნაწილში სუბალპური მდელოებია.
ყვირის ქედი | |
---|---|
მთა ყვირა | |
კოორდინატები: 42°45′25″ ჩ. გ. 42°08′27″ ა. გ. / 42.756972° ჩ. გ. 42.140972° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე |
უმაღლესი წერტილი | ყვირა |
სიმაღლე | 2038 მ |
ამგებელი ქანები | კირქვა |
ლიტერატურა
რედაქტირება- დევდარიანი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 641.