ყანობილი
ყანობილი — მთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ადიგენის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარეების კურცხანისა (ოცხის მარჯვენა შენაკადი) და ოცხის (ქვაბლიანის მარცხენა შენაკადი) წყალგამყოფზე. სიმაღლე 1553 მ. ყანობილი აგებულია ეოცენური ვულკანოგენური ქანებით. შემოსილია წიწვოვანი ტყით. მთის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე არის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია.
ყანობილი | |
---|---|
კოორდინატები: 41°45′44″ ჩ. გ. 42°49′23″ ა. გ. / 41.7623556° ჩ. გ. 42.8230917° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 1553 მ |
ქედი | მესხეთის ქედი |
ლიტერატურა რედაქტირება
- დევდარიანი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 622.