კურცხანა
მდინარე საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში
კურცხანა — მდინარე საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ადიგენის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2175 მ სიმაღლეზე. სიგრძე 16 კმ, აუზის ფართობი 72,3 კმ². ერთვის მდინარე ოცხეს მარჯვნიდან. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა გაზაფხულზეა, წყალმცირობა ზამთარსა და ზაფხულში, შემოდგომაზე იცის წყალმოვარდნა. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 0,88 მ³/წმ.
კურცხანა | |
---|---|
კურცხანა შესართავთან | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | ადიგენის მუნიციპალიტეტი (სამცხე-ჯავახეთის მხარე) |
სათავე |
მესხეთის ქედი 41°48′42″ ჩ. გ. 42°42′20″ ა. გ. / 41.811722° ჩ. გ. 42.705639° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 2175 მ |
შესართავი |
ოცხე 41°43′40″ ჩ. გ. 42°50′21″ ა. გ. / 41.728028° ჩ. გ. 42.839306° ა. გ. |
შესართავის სიმაღლე | 1196,8[1] მ |
სიგრძე | 16 კმ |
აუზის ფართობი | 72,3 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 0,88 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი |
ლიტერატურა
რედაქტირება- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 87.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საბჭოთა ტოპოგრაფიული რუკა