ყანლისმთა
მთა საქართველოსა და თურქეთის საზღვარზე
ყანლისმთა (თურქ. Kanli Dağı) — მთა საქართველოსა და თურქეთის საზღვარზე. ადმინისტრაციულად საქართველოს ტერიტორიაზე მოქცეულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხულოს მუნიციპალიტეტში, ხოლო თურქეთის ტერიტორიაზე არტაანის პროვინციაში. მდებარეობს არსიანის ქედზე, მდინარეების ჩირუხისწყლის (აჭარისწყლის მარცხენა შენაკადი), ფოცხოვისწყლისა და ყვირალას (ჭოროხის აუზი) სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2987 მ (3007 მ[1]). აგებულია ზედაპლიოცენური ანდეზიტ-ბაზალტებითა და დაციტებით. შემორჩენილია გამყინვარების კვალი. ბევრგან არის ქვაყრილები. ყანლისმთა შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოს ბალახეულით.
ყანლისმთა | |
---|---|
კოორდინატები: 41°26′38″ ჩ. გ. 42°31′25″ ა. გ. / 41.44389° ჩ. გ. 42.52361° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო თურქეთი |
ტერიტორიული ერთეული | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა არტაანის პროვინცია |
სიმაღლე | 2987 მ |
ქედი | არსიანის ქედი |
ამგებელი ქანები | ანდეზიტ-ბაზალტი და დაციტი |
ასაკი | ზედაპლიოცენური |
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯაყელი ქ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 622.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთიანი პორტალი, ბუნება და გეოგრაფია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 მარტი 2022. ციტირების თარიღი: 7 სექტემბერი 2016.