ყანდაარის ალყა (1595)
ყანდაარის ალყა (1595) | |||
---|---|---|---|
მოგოლ-სპარსელთა ომების ნაწილი | |||
თარიღი | 4 ივნისი - 12 ნოემბერი, 1595 | ||
მდებარეობა | ყანდაარი, ავღანეთი | ||
შედეგი | დიდ მოგოლთა გამარჯვება | ||
ტერიტორიული ცვლილებები |
დიდ მოგოლთა იმპერიამ დაიპყრო სეფიანთა მფლობელობაში მყოფი ავღანეთი ქალაქ ყანდაარითურთ | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
|
ყანდაარის ალყა — პირველი საბრძოლო დაპირისპირება სეფიანთა ირანსა და დიდ მოგოლთა იმპერიას შორის, რომლის დროსაც მოგოლებმა იმპერატორ აქბარის ბრძანებით, შეუტიეს სეფიანთა მფლობელობაში მყოფ ავღანეთს და უბრძოლველად აიღეს ქალაქი ყანდაარი.
წინარეისტორია
რედაქტირებაყანდაარი 1510 წელს შევიდა სეფიანთა ირანის შემადგენლობაში, მას შემდეგ რაც ისმაილ I-მა დაამარცხა უზბეკი ხანების ბელადი, მუჰამედ შაიბანი. 1525 წელს ქალაქი ისევ უზბეკების ხელში აღმოჩნდა, მაგრამ 1 წლის შემდეგ ის დაიხსნა მოგოლთა პირველმა იმპერატორმა, ბაბურმა.
1555 წელს შაჰ-თამაზი დაეხმარა ჰუმაიონს ტახტის დაბრუნებაში, რის სანაცვლოდაც სწორედ ქალაქი ყანდაარი და ავღანეთის დიდი ნაწილი მიიღო. ორ იმპერიას შორის მშვიდობა დამყარდა. თუმცა 1595 წელს შაჰ-აბას I-მა მშვიდობა დაარღვია და ავღანეთზე დაიწყო შეტევა, შედეგად კი მოგოლთა შემოსევა და ყანდაარის დაკარგვა მიიღო.
მიმდინარეობა და შედეგები
რედაქტირება1595 წლის ივლისში, იმპერატორმა აქბარმა მისი ერთ-ერთი სარდალი, ჯავალი ხანი ჩაუყენა სათავეში მოგოლთა 7000 კაციან არმიას და დაძრა ყანდაარისკენ. აგვისტოს ბოლოსთვის მოგოლები მიადგნენ ქალაქს, მათ მალევე გატეხეს 2000 კაციანი გარნიზონი კარგი ზარბაზნებითა და საბრძოლე სპილოების დახმარებით.
სპარსელებს სურსათი გაუთავდათ და მათი სარდალი, მუზაფარ ჰუსეინ-ხანი იძულებული გახდა ქალაქი ინდოელებისთვის დაეთმო. 20 სექტემბერს ყანდაარის კოშკის თავზე დიდ მოგოლთა იმპერიის დროშა აღიმართა. ავღანეთის დიდი ნაწილი მოგოლთა მფლობელობაში გადავიდა. 10 წლის შემდეგ სპარსელებმა მოაწყვეს ყანდაარზე ალყა, მაგრამ უშედეგოდ. მათ ქალაქის დაბრუნება მხოლოდ 1622-1623 წლების მოგოლ-სეფიანთა ომის შედეგად მოახერხეს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებაწყარო
რედაქტირება- KANDAHAR iv. From The Mongol Invasion Through the Safavid Era. Encyclopædia Iranica. ციტირების თარიღი: 13 October 2011.