ყაზახეთის არქიტექტურა და სახვითი ხელოვნება

ყაზახეთის არქიტექტურა და სახვითი ხელოვნება—ყაზახეთის ტერიტორიაზე შემონახულია ბრინჯაოს ხანის ძეგლები, დოლმენები, მენჰირები, ყორღანები და სხვ. ძც. წ. I ათასწლეულ.-ახ.წ. I საუკუნეებში ყაზახეთში მცხოვრებ ტომებს ჰქონდათ როგორც გადასატანი თექის იურტები , ისე ბინადარი ცხოვრებისათვის საჭირო თიხატკეპნილისა და ალიზის სახლები. იმ პერიოდში, როდესაც ყაზახეთის ტერიტორია შედიოდა თურქეთის სახკანოს (VI-VIIIსს.), ხოლო შემდეგ (VIII –X სს.) თურგეშებისა და ყარლაყის სახკანოების შემადგენლობაში, ვითარდებოდა ქალაქები, რომელთაგან აღსანიშნავია თარაზი (ახლანდელი ჯამბული).

ყაზახეთის არქიტექტურული დეკორის ფრაგმენტი-საგამოფენო პავილიონი

ისლამის პერიოდის არქიტექტურარედაქტირება

VIII საუკუნიდან ისლამის გავრცელებას მოჰყვა ისეთი ახალი ტიპის ნაგებობათა გავრცელება, როგორებიცაა მეჩეთები, მედრესეები. X საუკუნიდან ჩამოყალიბდა ცენტრალურგუმბათოვანი მემორიალური, ხოლო შემდეგ პორტალურგუმბათოვანი (სირლითამის მავზოლეუმი , ყიზილ-ორდის ოლქი, XI-XIIსს.) ნაგებობის ტიპი. თათარ-მონღოლთა შემოსევების შემდეგ XIII საუკუნის II ნახევრიდან ქალაქები სიღნაკი, თარაზი თანდათანობით აღორძინდნენ და XIV-XVI საუკუნეებში ეკონომიკური და კულტურული აღმავლობა განიცადეს. აშენდა მონუმენტური ნაგებობანი. ჯუნღარების შემოსევას (XVII საუკუნის 40-იან წლებსა და XVIII საუკუნის 20-იან წლებში) მოჰყვა ყაზახეთის კულტურის დაცემა.

20 საუკუნერედაქტირება

XX საუკუნიდან განვითარდა თანამედროვე არქიტექტურა, დაიწყო ქალაქების განაშენიანება. 40-იანი წლების არქიტექტურული ნაგებობებიდან აღსანიშნავია აბაის სახელობის ყაზახეთის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენომა ალმათში. 50-იანი წლების შემდეგ ფართოდ გაიშალა საბინაო მშენებლობა. აშენდა თანამედროვე დიდი ქალაქები და დაბები.[1][2]

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, არქიტექტურა განვითარების ახალ დონეზე აღმოჩნდა.[3]დედაქალაქის გადატანამ მოიზიდა არქიტექტორები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 1998 წელს ყაზახეთის მთავრობამ გამოაცხადა არქიტექტორთა და დიზაინერთა კონკურსი ახალი ქალაქის ასაშენებლად. [4]. გაიმარჯვა იაპონელმა არქიტექტორმა კიშო კუროკავამ. ნურ-სულთანში მონუმენტ ბაიტერეკის, რაც ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს, ავტორია აკმურზა რუსტემბეკოვი, რისთვისაც ის რამდენჯერმე დაკილდოვდა.

სახვითი ხელოვნებარედაქტირება

ქვეყნის ტერიტორიაზე შემონახულია პალეოლითის, ნეოლითის, ბრინჯაოს ხანის ხელოვნების ძეგლები. საკების ხელოვნება სკვითების კულტურას უკავშირდებოდა („ცხოველური სტილის ნიმუშები“). VII-VIII საუკუნეების ქანდაკება წარმოდგენილია ქვის ქანდაკებებით, ბრინჯაოს სტატუებით. ამ პერიოდიდან შემორჩენილია დეკორატიული გამოყნებითი ხელოვნების ნიმუშები. XIX საუკუნეში შეიქმნა სახელოვნებო ნაწარმოებები. XX საუკუნიდან განვითარდა სახვითი ხელოვნების ჟანრები. (სიუჟეტური სურათი, პორტრეტი). 1940 წ.ალმათში ჩამოყალიბდა ყაზახეთის სამხატვრო აკადემია.

ყოველწლიურად ყაზახეთის ხელოსნები მონაწილეობენ Sheber- ის კონკურსში. კონკურსი ნაწილია პროგრამისა "ხელოსნობის განვითარება და ხალხური რეწვის აღორძინება ყაზახეთში," რომელიც დაიწყო 2006 წელს, ყაზახეთის ხელოსნების პროდუქციის კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით შიდა და საერთაშორისო ბაზრებზე. ამ პროგრამას ახორციელებენ ყაზახეთის ხელოსანთა კავშირი, Chevron, ცენტრალური აზიის ევრაზიის ფონდი, ყაზახეთის კულტურისა და ინფორმაციის სამინისტრო და იუნესკოს წარმომადგენლობა ალმათში.[5]

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

.სქოლიორედაქტირება

  1. Архитектура Казахстана. tr-kazakhstan.kz(19 თებერვალი 2015). დაარქივებულია 24 თებერვალი 2019 წელი.
  2. "Обзор ввода жилья по регионам РК. Январь-август 2014"[მკვდარი ბმული]. Ranking.kz. Archived from the original on 4 March 2016. Retrieved 14 February 2016.
  3. Zarakhovich, Yuri (27 September 2006). "Kazakhstan Comes on Strong". Time. Archived from the original on 7 December 2015. Retrieved 13 December2015.
  4. Адильбек Джаксыбеков. ​Астана — символ независимости Казахстана. Казахстанская правда(4 ივლისი 2018).განაცხადის თარიღი19 სექტემბერი 2019.დაარქივებულია 15 аაგვისტო2018 წელი.
  5. "New craft works of Kazakh artisans submitted for Sheber crafts contest". KazInform.