ყაზახეთის კულტურა

ადამიანის საქმიანობის ნიმუში და სიმბოლიზმი, რომელიც დაკავშირებულია ყაზახეთთან და მის ხალხთან.

ყაზახურ კულტურას აქვს მკაფიოდ გამოხატული მომთაბარე ცხოვრების წესის ფორმები. ყაზახეთში ისლამის გავრცელება მოხდა VII-XII საუკუნეებში, რამაც მისი კულტურაზე დიდი გავლენა მოახდინა. ყაზახური სამზარეულოს კერძების უმეტესობას აქვს სიმბოლური კავშირი მის კულტურასთან. მის კულტურაზე ასევე დიდი გავლენა იქონია თურქული მომთაბარე ტომების ცხოვრების სტილმაც.

ყაზახური სამზარეულოს ისტორია დაახლოებით XIII საუკუნედან იწყება.
საქორწილო რიტუალი

რადგან მეცხოველეობა ყაზახების ცხოვრების ცენტრალურ მომენტს წარმოადგენდა, მათი წეს-ჩვეულების უმეტესობა დაკავშირებულია შინაურ საქონელთან. არსებობს ბევრი ტრადიციული ლოცვები და შელოცვები, პირუტყვის ჯანმრთელობისა და ნაყოფიერებისთვის, ასევე მისალმების დროს მიღებული ჯერ საქონელის მდგომარეობის მოკითხვა და მხოლოდ შემდეგ გადასვლა ცხოვრების სხვა ასპექტებზე.

ყაზახების ტრადიციული საცხოვრილი არის იურტა. იურტა წარმოადგენს მოქნილ კარკასიან კარავს, რომელიც გარედან დაფარულია ტყავით და თექით. იურტის ცენტრში არის კერა რომლის კვამლიც გადის იურტის სახურავის ცენტრში დატოვებული ნახვრეტიდან. იურტაში ტემპერატურა რეგლირდება ასაწევი კარით. იურტა ინარჩუნებს სიგრილეს ზაფხულში, ხოლო ზამთარში სითბოს. ის შეიძლება აეწყოს ან დაიშალოს ერთ საათში. იურტის შიდა სივრცის მერჯვენა მხარე ეკუთვნის მამაკაცებს, ხოლო მარცხენა ქალებს. იურტის მოტივები ხშირად გამოიყენება რესტორნებისა და სხვა საზოგადო დაწესებულებების გაფორმებისას.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Bruce Privratsky, Muslim Turkistan, pages 76–77

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება