ღუნიბის პლატო (რუს. Гуниб) — პლატო რუსეთში, დაღესტანში. წარმოადგენს რუსეთის ერთ-ერთ თვალწარმტაც მაღალმთიან პლატოს. გაწოლილია შიგა დაღესტანში, ავარიის ყოისუსა და ყარაყოისუს ქვემო დინებათა მდინარეთაშუეთში. სიმაღლე 2354 მ-მდე.[1] უმთავრესად აგებულია კირქვებით. ციცაბო კირქვული ფლატეები ღუნიბის პლატოს ანიჭებს ძნელმისადგომი ბუნებრივი ციხესიმაგრის იერს. მზიანი დღეების რაოდენობა წელიწადში 310 დღეა. აქაურ მაღალმთიან კლიმატს ახასიათებს უქარო ამინდები და ნისლიანობის უქონლობა. არის ჩანჩქერები, ბევრია წყარო. ღუნიბის პლატოს ფარგლებში, ზღვის დონიდან დაახლოებით 1550 მ სიმაღლეზეა კლიმატური კურორტი ღუნიბი, სადაც არის მუზეუმი და ბოტანიკური ბაღი. ღუნიბის პლატოდან მოჩანს დაღესტნის დიდი ნაწილი და კავკასიონის მწვერვალები. პლატოს ფარგლებში გუსტავ რადემ აღმოაჩინა აქამდე უცნობი არყის რელიქტური სახეობა, რომელმაც შემდგომში მიიღო სახელწოდება „რადეს არყი“.[2] აული ღუნიბი შამილის უკანასკნელი თავშესაფარი იყო ცარიზმის წინააღმდეგ ბრძოლის დროს. 1859 წლის 25 აგვისტოს შამილი აქ ჩაბარდა ტყვედ რუსეთის ჯარებს.[3]

ღუნიბის პლატო
კოორდინატები: 42°30′ ჩ. გ. 46°57′ ა. გ. / 42.500° ჩ. გ. 46.950° ა. გ. / 42.500; 46.950
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული დაღესტანი
სიმაღლე 2354 
ღუნიბის პლატო — რუსეთი
ღუნიბის პლატო
ღუნიბის პლატო — დაღესტანი
ღუნიბის პლატო
  1. Гуниб | Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-05. ციტირების თარიღი: 2020-06-05.
  2. Физическая география Дагестана, Москва, 1996
  3. Гюль К. К., Власова С. В., Кисин И. М., Тертеров А. А. Физическая география Дагестанской АССР. 1959.