ღრამულა
მდინარე საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში
ღრამულა — მდინარე საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, ჯავის მუნიციპალიტეტში. წარმოადგენს მდინარე ჯეჯორის მარცხენა შენაკადს. სათავე აქვს მაღრან-დვალეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2640 მ სიმაღლეზე. სიგრძე 17 კმ, აუზის ფართობი 45,3 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა გაზაფხულზეა, წყალმცირობა — ზამთარში, წყალმოვარდნები — ზაფხულ-შემოდგომაზე. საშუალო წლიური ხარჯი 1,36 მ³/წმ.
ღრამულა | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | ჯავის მუნიციპალიტეტი (შიდა ქართლის მხარე) |
სათავე |
მაღრან-დვალეთის კავკასიონი 42°30′38″ ჩ. გ. 43°49′49″ ა. გ. / 42.51056° ჩ. გ. 43.83028° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 2640 მ |
შესართავი |
ჯეჯორა 42°31′41″ ჩ. გ. 43°41′29″ ა. გ. / 42.52806° ჩ. გ. 43.69139° ა. გ. |
სიგრძე | 17 კმ |
აუზის ფართობი | 45,3 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 1,36 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი |
ლიტერატურა
რედაქტირება- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 598.