ღვიძლის ვენოოკლუზიური დაავადება

ღვიძლის ვენოოკლუზიური დაავადებაღვიძლში მცირე ზომის (მიკროსკოპული) ვენების დახშობა.

  • შესაძლებელია სითხის დაგროვება მუცლის ღრუში, ელენთის გადიდება და ძლიერი სისხლდენა საყლაპავიდან;
  • კანი და თვალის თეთრი ნაწილი შესაძლოა გაყვითლდეს და მუცლის გარშემოწირულობა გაიზარდოს.
  • ექიმები დიაგნოზს სვამენ სიმპტომებსა და ულტრაბგერითი დოპლეროგრაფიის შედეგებზე დაყრდნობით.
  • თუ შესაძლებელია, დაავადების გამომწვევი მიზეზი უნდა გამოსწორდეს ან აღმოიფხვრას; სიმპტომები მკურნალობას საჭიროებს.

ვენოოკლუზიური დაავადება ბად-კიარის სინდრომს წააგავს, იმ განსხვავებით, რომ სისხლის დინების დარღვევა ხდება ღვიძლში (და არა მის გარეთ). ამრიგად, ვენოოკლუზიური დაავადეიბს დროს სისხლძარღვის დახშობა არ ეხება ღვიძლის დიდ ვენებსა და ქვემო, ღრუ ვენასა (დიდი ზომის, რომელსაც მოაქვს სისხლი ორგანიზმის ქვედა ნაწილებიდან, მათ შორის ღვიძლიდან, გულისკენ).

ვენოოკლუზიური დაავადება შეიძლება ნებისმიერ ასაკში განვითარდეს. ის უფრო ხშირია ცუდად ნაკვებ ადამიანებში. იმის გამო, რომ ღვიძლიდან სისხლის გაომოდენა შეფერხებულია, სისხლი ღვიძლში გროვდება. სისხლის ასეთი შეგუბება განაპირობებს ღვიძლში შემავალი სისხლის რაოდენობის შემცირებას. სისხლის არასაკმარისი რაოდენობით მიწოდების (იშემის) გამო ღვიძლის უჯრედები ზიანდება. შეგუბების გამო ღვიძლი სისხლით გადაივსება და ზომაში მატულობს. შეგუბება, ასევე, იწვევს, კარის ვენაში წნევის მატებას (პორტული ჰიპერტენზია). პორტულმა ჰიპერტენზიამ შეიძლება გამოიწვიოს საყლაპავში გაფართოებული, დაკლაკნილი (ვარიკოზული) ვენების გაჩენა (საყლაპავის ვარიკოზები). პორტულ ვენებში მაღალ წნევას და ღვიძლის შეგუბებას მივყავართ მუცლის ღრუში სითხის დაგროვებამდე - ასციტი. შეიძლება გადიდდეს ელენთაც.

ასეთი შეგუბება ამცირებს ღვიძლში სისხლის მიდინებას. ამის შედეგად ვითარდება ღვიძლის დაზიანება, რასაც ბოლოს მივყავართ მძიმე დანაწიბურებამდე (ციროზი).

მიზეზები

რედაქტირება

ხშირი მიზეზების მიეკუთვნება:

როდესაც ვითარდება რეაქცია „ტრანსპლანტატი მასპინძლის წინააღმდეგ“, გადანერგილი ქსოვილის სისხლის თეთრი უჯრედები (ლეიკოციტები) თავს ესხმიან მიმღების (რეციპიენტის - ვისაც ძვლის ტვინი გადაუნერგეს) ქსოვილებს. ეს რეაქცია ვითარდება გადანერგვიდან საშუალოდ სამ კვირაში.

სიმბტომები

რედაქტირება

სიმბტომები შესაძლოა უცბად განვითარდეს. ღვიძლი ზომაში იმატებს და მგრძნობიარე ხდება. შესაძლოა მუცლის შესივება მუცლის ღრუში სითხის დაგროვების გამო. კანი და თვალის თეთრი ნაწილი შიძლება გაყვითლდეს.

საყლაპავის ვარიკოზული ვენები შესაძლოა გასკდეს და დაიწყოს სისხლდენა, ზოგჯერ უწყვეტი, რაც იწვევს სისხლით ღებინებას და პაციენტი შეიძლება შოკურ მდგომარეობაში გადავიდეს. თუ სისხლი გადავა საჭმლის მომნელებელ ტრატქტში, განავალი გახდება შავი, კუპრისებრი და ცუდი სუნის მქონე (მელენა). როდესაც სისხლდენა ძლიერია, ვითარდება შოკი. ადამიანების მცირე რაოდენობას უვითარდება ღვიძლის უკმარისობა ტვინის ფუნქციის დარღვევით (ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია), რაც იწვევს ცნობიერების დათრგუნვას და კომას.

დროთა განმავლობაში, ჩვეულებრივ, თვეების განმავლობაში, ზოგიერთ ადამიანს ციროზი უვითარდება. ციროზის განვითარება დამოკიდებულია მიზეზსა და ტოქსიკურ აგენტებთან განმეორებით კონტაქტზე.

დიაგნოზი

რედაქტირება

ექიმებს ეჭვი მიაქვთ ვენოოკნუზიური დაავადების არსებობაზე შესაბამის სიმპტომებსა და სისხლის ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით, რომლებიც ღვიძლის ფუნქციის დარღვევაზე მიანიშნებენ. დაავადების განვითარება სავარაუდოა იმ ადამიანებში, რომლებმაც გადაყლაპეს ზემოხსენებული ნივთიერებები ან იმყოფებიან ისეთ მდგომარეობაში, რომლებმაც შეიძლება ვენოოკლუზიური დაავადება გამოიწვიონ (განსაკუთრებით ძვლის ტვინის გადანერგვის შემდეგ). სისხლის ანალიზების საფუძველზე აფასებენ ღვიძლის მდგომარეობასა და სისხლის შედედებას.

ულტრაბგერითი ტოპლეროგრაფია ადასტურებს დიაგნოზს. ზოგჯერ შეიძლება ინვაზიური გამოკვლევები გახდეს საჭირო. იშვიათად საჭიროა ღვიძლის ბიოფსია ან წნევის გაზომვა ღვიძლის ვენებსა და პორტულ ვენაში. ასეთი გაზომვა ტარდება კათეტერით, რომელიც კისრის ვენის (საუღლე ვენა) გავლით ღვიძლის ვენებში შეყავთ. პროცედურის დროს შესაძლებელია ღვიძლის ბიოფსიის ჩატარებაც.

პროგნოზი

რედაქტირება

პროგნოზი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გავრცელებულია დაზიანება და გრძელდება თუ არა მისი გამომწვევი ფაქტორების მოქმედება. მაგალითად, აგრძელებს თუ არა ადამიანი სენეციოს ჩაის მიღებას.

ვენოოკლუზიური დაავადების მქონე ადამიანების ერთი მეოთხედი იღუპება ღვიძლის ან სხვა ორგანოს უკმარისობით სამი თვის განმავლობაში. როდესაც დაავადების მიზეზია რეაქცია „ტრანსპლანტატი მასპინძლის წინააღმდეგ“, ვენოოკლუზიური დაავადება თავისით უკუგანვითარდება რამდენიმე კვირის განმავლობაში. რეაქციის „ტრანსპლანტატი მასპინძლის წინააღმდეგ“ შესუსტებას და დაავადების უკუგანვითარებას ასევე ხელს უწყობს იმუნური სისტემის დამრთგუნველი დოზის გაზრდა. თუ მიზეზია ზემოხსენებული ნივთიერებების გამოყენება, მისი მიღების შეწყვეტა შეზღუდავს ღვიძლის დაზიანების შემდგომ განვითარებას.

მკურნალობა

რედაქტირება

არ არსებობს დახშული ვენების სპეციფიკური მკურნალობა. თუ შესაძლებელია, უნდა მოხდეს მიზეზის მოშორება. ღეროვანი უჯრედების გადანერგვის შემდეგ განვითარებული ვენოოკლუზიური დაავდების თავიდან აცილება შესაძლებელია ურსოდეოქსიქოლის მჟავას დახმარებით.

საჭიროა სისხლძარღვების დახშობის შედეგად განვითარებული გართულებების მკურნალობა. მაგალითად მარილის შემზღუდველი დიეტა და შარდმდენები ადამიანს იცავს მუცლის ღრუში სითხის დაგროვებისგან.

შესაძლებელია სისხლის დინების ალტერნატიური გზის შექმნა ღვიძლის გვერდის ავლით, რომელიც გულისხმობს პორტული (კარის) ვენის ქვედა ღრუ ვენასთან პირადპირ დაკავშირებას. კისრის ვენაში შეჰყავთ კათეტერი, რომელსაც გადაადგილებენ კარის ვენაში, რომ შექმნან ზემოხსენებული კავშირი (შუნტი). ამის შემდეგ ხდება ბადისებრი მილის (სტენტის) შეყვანა, რომ შუნტი ღია დარჩეს. ასეთი შუნტების ეფექტურობა უცნობია.

მძიმე შემთხვევებში შესაძლოა ღვიძლის გადანერგვა გახდეს საჭირო.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • რობერტ ს. პორტერი, ჯანმრთელობის ენციკლოპედია ყველა თაობისთვის, ტ. I, გვ. 392–394, თბ. 2017.