იმუნური სისტემა
იმუნური სისტემა — იმ უჯრედების ერთობლიბაა, რომელთა ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ორგანიზმის შინაგანი გარემოს მუდმივობის დაცვა, რაც გენეტიკურად უცხო ნიშნებს ატარებს. იმუნიტეტი ადამიანის ორგანიზმის დამცავი ბარიერია, გადამდებ დაავადებათა და მათ გამომწვევთა მიმართ ორგანიზმის შეუვალობაა.
იმუნური სისტემის ფორმირება ჯერ კიდევ მუცლადყოფნის დროს იწყება. ნაყოფს დედისაგან იმუნური სისტემის ზოგიერთი მზა კომპონენტი გადაეცემა. ბავშვის დაბადების შემდეგ კი იმუნიტეტის შემდგომ განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი დედის რძეს აკისრია. ბავშვს დაბადებისთანავე უხდება შეხება სხვადასხვა პათოგენურ მიკრობთან.იმუნური სისტემა მაშინვე იწყებს მოქმედებას, შემდეგ კი თანდათანობით ვითარდება და ძლიერდება.