კროტალარია
კროტალარია (ლათ. Crotalaria) — მცენარის გვარი პარკოსანთა ოჯახისა. მრავალწლოვანი, იშვიათად ერთწლოვანი ბალახები, ბუჩქბალახები ან ბუჩქებია. 550-ზე მეტი სახეობა.
კროტალარია | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Crotalaria retusa | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Crotalaria | ||||||||||||
|
ძირითადად გავრცელებულია აფრიკის ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. ერთწლოვანი ჭილის კროტალარია (ლათ. Crotalaria juncea), რომელიც ცნობილია — ინდური კენაფის სახელწოდებით, უძველესი სართავი კულტურაა. მეტწილად მოჰყავთ ინდოეთში, შრი-ლანკის კუნძულზე (ცეილონი), ბირმაში, ვიეტნამში, ინდონეზიაში, აგრეთვე აფრიკაში, ავსტრალიაში, ამერიკაში, ამიერკავკასიაში, მოლდოვასა და შუა აზიაში. მისი ღეროს ბოჭკოსაგან ამზადებენ თოკებს, ბაგირებს, სათევზაო ბადეებს, აშშ-ში — სპეციალური ხარისხის ქაღალდსაც.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 42-43.