ქრისტინე იმედაძე
ქრისტინე იმედაძე (დ. 26 მარტი, 1984, თბილისი, საქართველო) — ქართველი მომღერალი.
ქრისტინე იმედაძე | |
---|---|
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 26 მარტი, 1984 |
დაბ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ |
ჟანრ(ებ)ი | პოპი |
საქმიანობა |
მომღერალი მსახიობი ტელეწამყვანი |
მეუღლე |
ლაშა ჯაკობია (2008-2010) |
მუსიკალური კარიერა პატარაობიდანვე დაიწყო სტუდია ბასტი-ბუბუში, პარალელურად ბალეტით იყო დაკავებული.
აქტიური სოლო კარიერა 2000-იან წლებში დაიწყო, რის პარალელურადაც ნინი ბადურაშვილთან, თაკო გაჩეჩილაძესთან და ქეთა თოფურიასთან ერთად ჩამოაყალიბა ჯგუფი ოთხი გოგო (4G). 2009 წელს ჯგუფი, ქეთა თოფურიას გამოკლებით, საქართველოს ევროვიზიის შიდა შესარჩევი კონკურსისთვის მომღერალ სტეფანე მღებრიშვილთან შევიდა კოლაბორაციაში და ექსპერიმენტული ჯგუფი ჩამოყალიბდა — სტეფანე და 3G. ჯგუფს მოსკოვში ჩასატარებელ კონკურსზე უნდა წარედგინა სიმღერა — „We Don’t Wanna Put in“, რომელიც პოლიტიკური მიზეზების გამო კონკურსის ორგანიზატორმა, ევროპის სამაუწყებლო კავშირმა, შეუსაბამოდ ჩათვალა კონკურსისთვის და ჯგუფი კონკურსზე არ დაიშვა.
მუსიკალური კარიერის პარალელურად ქრისტინემ მსახიობობაშიც სცადა ბედი, მისი პირველი ფილმი იყო ირაკლი ჩხიკვაძის „თბილისური Love Story“.
2018 წელს იმედაძემ ითამაშა ერეკლე ბადურაშვილის თურქულ-ქართულ ფილმში „ხიდი“, სადაც მას პარტნიორობას მსახიობები მურატ ილდირიმი, ნინი ბადურაშვილი, ზურა ყიფშიძე, ზურაბ ცინცქილაძე, ზუზუ ბეჟაშვილი, გიორგი გურგულია და დათო დვალიშვილი უწევენ. ფილმი ორ სხვადასხვა ქვეყანაში დაბადებულ ძმაზე და საბჭოთა ტერორზე გვიამბობს.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაქრისტინე ცნობილი ქართველი მსახიობის და ტელეწამყვანის ია ფარულავას ძმისშვილია. ქრისტინემ ოჯახი 24 წლის ასაკში შექმნა. მისი მეუღლე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ლაშა ჯაკობია იყო, მათმა ქორწინებამ წელიწადნახევარს გასტანა. წყვილს ქორწინებიდან ჰყავს გოგონა ტაისია.