ქოლქიოი (პოსოფის რაიონი)

ქოლქიოი (თურქ. Kolköy) — სოფელი პოსოფის რაიონში, არტაანის პროვინცია, თურქეთი. მდებარეობს არტაანიდან 88 კილომეტრში, ხოლო რაიონის ცენტრ პოსოფიდან 23 კილომეტრში[1]. 2019 წლის მონაცემებით სოფელში 200 ადამიანი ცხოვრობს[2].

სოფელი
ქოლქიოი
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
პროვინცია არტაანის პროვინცია
რაიონი პოსოფი
კოორდინატები 41°26′41″ ჩ. გ. 42°36′39″ ა. გ. / 41.44472° ჩ. გ. 42.61083° ა. გ. / 41.44472; 42.61083
ადრეული სახელები ყველი
სასაათო სარტყელი UTC+3
საფოსტო ინდექსი 758
ქოლქიოი (პოსოფის რაიონი) — თურქეთი
ქოლქიოი (პოსოფის რაიონი)

სოფლის ძველი ისტორიული, ქართული სახელწოდებაა ყველი (ყუელი). გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის მიხედვით სოფელს ყველი ეწოდება. ამ სოფელში მდებარეობს ყველისციხე[3]. ყველისციხე პირველად ისტორიულ წყაროებში იხსენიება 914 წელს, როდესაც მას არაბები დაესხნენ თავს. 1080 წელს ყველისციხესთან სელჩუკებმა დაამარცხეს მეფე გიორგი II.

სოფელი ოსმალებმა დაიპყრეს XVI საუკუნეში და შედიოდა ახალციხის საფაშოს შემადგენლობაში. გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის მიხედვით, სოფელში 1595 წელს 32 კომლი ცხოვრობდა.

ყველი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ოსმალეთის მმართველობაში იყო, რუსეთის ხელში გადავიდა 1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს. სოფლის სახელი 1886 წლის რუსულ ჩანაწერებში არის ყველი (Квель). იმ დროს სოფელში 450 ადამიანი ცხოვრობდა[4].

პირველი მსოფლიო ომის დასრულებისა და რეგიონიდან რუსული არმიის გაყვანის შემდეგ, ყველი შევიდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვრებში. 1921 წელს საქართველოში წითელი არმიის შეჭრის დროს თურქულმა ძალებმა აიღეს არდაჰანი და ართვინი, ხოლო დროებით ბათუმი. 1921 წლის 16 მარტს საბჭოთა მთავრობასთან ხელმოწერილი მოსკოვის ხელშეკრულების თანახმად ყველი თურქეთს გადაეცა[5]. მოგვიანებით ეწოდა ქოლქიოი.

  1. Kolköy Köy (თურქული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 Haziran 2015. ციტირების თარიღი: 28 Nisan 2020.
  2. Ardahan Posof Kolköy Köy Nüfusu (თურქული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 Mart 2019. ციტირების თარიღი: 28 Nisan 2020.
  3. Donald Rayfield (2000), The Literature of Georgia: A History, გვ. 48-9. Routledge, ISBN 0-7007-1163-5.
  4. "Poshov kazası (1886 Yılı)” (Rusça)
  5. Mustafa Kemal Atatürk, Nutuk, İstanbul, 1934, 2. cilt, s. 41