პოსოფი

თურქეთის რაიონი

პოსოფი (თურქ. Posof, ქართ. ფოცხოვი; დიღვირი) — ქალაქი და რაიონი თურქეთის არტაანის პროვინციაში. მდებარეობს არტაანიდან 75 კილომეტრზე. საქართველოს საზღვართან ახლოს. ქალაქი ცნობილია თავისი ხელნაკეთი, მორთული ქამრებითა და დანებით.

ქალაქი
პოსოფი
Posof
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
პროვინცია არტაანი
კოორდინატები 41°30′42″ ჩ. გ. 42°43′45″ ა. გ. / 41.51167° ჩ. გ. 42.72917° ა. გ. / 41.51167; 42.72917
ქალაქის მერი შუქრუ ბოზიღითი
ცენტრის სიმაღლე 1583
მოსახლეობა 2046[1] კაცი (2012)
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
საფოსტო ინდექსი 75800
ოფიციალური საიტი posof.gov.tr
პოსოფი — თურქეთი
პოსოფი

ტერიტორია სადაც მდებარეობს ქალაქი, იყო შუა საუკუნეების საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული ფოცხოვი, რომელიც ეკუთვნოდა ჯაყელთა ფეოდალურ საგვარეულოს. მოგვიანებით ჯაყელთა განაყოფი შტოს — ბოცოსძეთა სამფლობელო გახდა. XVI საუკუნეში ფოცხოვი საქართველოს სხვა ტერიტორიებთან ერთად ოსმალეთმა დაიპყრო. შეიქმნა ადმინისტრაციული ერთეული ფოცხოვის ლივა[2]. XIX საუკუნეში მოხდა რუსეთის იმპერიის მიერ ტერიტორიის დაბრუნება ისტორიულ სამშობლოში. პირველი მსოფლიო ომისა და თურქეთის დამოუკიდებლობისათვის ომის პერიოდში, ქალაქის ტერიტორია იყო განვითარებული მოვლენების სცენა. 1921 წლიდან, ყარსის ხელშეკრულების თანახმად პოსოფი თურქეთის საკუთრება გახდა.

გეოგრაფია

რედაქტირება

პოსოფი მდებარეობს ერუშეთის ქედის ჩრდილოეთ კალთებზე. მდინარე ფოცხოვისწყლის მარცხენა ნაპირზე. პოსოფის რაიონის შემადგენლობაში შედის 49 სოფელი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. "Population of province/district centers and towns/villages by districts - 2012"
  2. ბერძენიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 387, თბ., 1986 წელი.