ტოფობა

(გადამისამართდა გვერდიდან ქვირითობა)

ტოფობათევზების მიერ სასქესო პროდუქტების — მწიფე ქვირითისა და სპერმის — დაყრა და განაყოფიერება. თევზების ქვირითის განაყოფიერება უფრო ხშირად გარეგანია — წყალში, განსაზღვრულ ადგილას — სატოფეში, საადაც თაობის განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობებია. განარჩევენ ლითოფილურ თევზებს, რომლებიც ქვირითს ყრიან ქვებზე (ზუთხისებრნი, ორაგულები და სხვ.), ფიტოფილურ თევზებს, ქვირითს ყრიან მცენარეულობაზე (კობრი, კაპარჭინა და სხვ.) და პელაგოფილურ თევზებს, რომელთა ქვირითის განვითარება ხდება წყლის სიზრქეში (სქელშუბლა, გორდა-თევზი, კეფალი და სხვ.). ტოფობის დროს მრავალი სახეობის თევზებს უვითარდება საქორწინო მორთულობა.

კლოუნი თევზის ქვირითი.
შავი ლაქები განვითარების პროცესში მყოფი თვალებია.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება