კეფალი
კეფალი (ლათ. Mugil cephalus) — თევზი კეფალისებრთა ოჯახისა. გვერდებზე 12 მურა ზოლი გასდევს. მისი სხეულის სიგრძეა 75 სმ, წონა 3,5 კგ-მდე. ფართოდ არის გავრცელებული ტროპიკულ ზღვებში. გავრცელებულია შავ ზღვაშიც. ზღვის ჯოგური და მოძრავი თევზია. შედის ზღვის გამტკნარებულ ნაწილებში, მათ შორის ლიმანებსა და ლაგუნებში. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 6-8 წლისა. ქვირითი პელაგიურია. იკვებება წვრილი უხერხემლოებით. სარეწაო თევზია. ლიმანური, სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის პერსპექტიული ობიექტი. გემრიელი თევზია.
კეფალი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Mugil cephalus | ||||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 135567 | ||||||||||||
|
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- კეფალი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)