ქერობე პატკანოვი

სომეხი აღმოსავლეთმცოდნე

ქერობე პეტროსის ძე პატკანოვი (ქერობე პატკანიანი; დ. 16 მაისი [ ძვ. სტ. 4 მაისი], 1833, დონის ნახიჩევანი — გ. 14 აპრილი [ ძვ. სტ. 2 აპრილი] 1889, პეტერბურგი) — სომეხი აღმოსავლეთმცოდნე, სომხეთის ისტორიული წყაროებისა და ლიტერატურის ისტორიის მკვლევარი. პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორი 1871 წლიდან. 1885 წლიდან რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.

ქერობე პატკანოვი
Patkanov KP.jpg
დაბ. თარიღი 4 (16) მაისი 1833
დაბ. ადგილი დონის ნახიჩევანი, ნოვოროსიის გუბერნია, რუსეთის იმპერია[1]
გარდ. თარიღი 2 (14) აპრილი 1889 (55 წლის)
გარდ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი, რუსეთის იმპერია[1]
დასაფლავებულია სმოლენსკის სომხური სასაფლაო
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ეროვნება სომხები
საქმიანობა აღმოსავლეთმცოდნეობა, ისტორია, ფილოლოგია და ლიტერატურათმცოდნეობა
მუშაობის ადგილი ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტი და სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ლაზარევის აღმოსავლური ენების ინსტიტუტი, დერპტის უნივერსიტეტი და მთავარი პედაგოგიური ინსტიტუტი
სამეცნიერო ხარისხი Q96640725?
შვილ(ებ)ი Q27925969?
ჯილდოები წმინდა ვლადიმერის მე-3 ხარისხის ორდენი, წმინდა ანას მე-2 ხარისხის ორდენი და წმინდა სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენი

პატკანოვი ავტორია შრომებისა, მ.შ. პუბლიკაციებისა: „ქრონოლოგიური ისტორია, შედგენილია მამა მხითარის, აირივანელი ვარდაპეტის მიერ“ (1869), მალაქია ბერის (გრიგორ აკნერცის): „მონღოლთა ისტორია“ (1871), და „მონღოლთა ისტორია სომხური წყაროების მიხედვით“ (გამოც. I–II, 1873-1874) და სხვ.

ქერობე პატკანოვი იკვლევდა „ქართლის ცხოვრებასთან“ დაკავშირებულ საკითხებს. მისი აზრით, „ქართლის ცხოვრება“ მეტადრე მისი პირველი ნაწილი, უმნიშვნელო ძეგლია. დაწერილია არა უადრეს XI საუკუნისა ვინმე სომეხი ბერის მიერ. „ქართლის ცხოვრების“ პატკანოვისეულმა შეფასებამ ილია ჭავჭავაძის, დიმიტრი ბაქრაძის და სხვათა სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია.

თხზულებებირედაქტირება

  • Опыт истории династии Сасанидов, по сведениям, сообщаемым армянскими писателями, СПБ, 1863;
  • Армянская география VII в. по р. Х. (приписываемая Моисею Хоренскому), СПБ, 1877;
  • Исследование о составе армянского языка, СПБ, 1864;
  • О месте, занимаемом армянским языком в кругу индоевропейских, "Изв. Кавказского отделения Русского географического общества", 1879, в. 6.

ლიტერატურარედაქტირება

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 711.
  • Русский биографический словарь, т. 13, СПБ, 1902;
  • Акопян Э.А. Керопэ Патканян (жизнь и творчество). Ер., 1975.

სქოლიორედაქტირება