ქემფერის წმინდა გიორგის ეკლესია
ქემფერის წმინდა გიორგის ეკლესია – ეკლესია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქემფერის დასავლეთით 600 მეტრზე, მთაზე, სასაფლაოზე. აგებულია 1880 წელს.
ქემფერის წმინდა გიორგის ეკლესია | |
ჯაბა ლაბაძის ფოტო | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 42°02′21″ ჩ. გ. 43°36′11″ ა. გ. / 42.03917° ჩ. გ. 43.60306° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
პროვინცია | შიდა ქართლი |
მუნიციპალიტეტი | ხაშურის მუნიციპალიტეტი |
ადგილმდებარეობა | ქემფერი |
კურთხევის წელი | 2008 |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვარი(ები) | უცნობია |
ხუროთმოძღვრული ტიპი | დარბაზული ეკლესია |
თარიღდება | 1880 |
დეტალები
| |
სიგრძე | 7,7 მ. |
სიგანე | 5,2 მ. |
მასალა | ქვიშა-ქვა |
ეკლესია დარბაზულია (7,7x5,2 მ). ნაგებია ქვიშა-ქვის კვადრატული ზომის ქვებით. აქვს ორი შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდან. აღმოსავლეთ ფასადზე გამოსახულია რელიეფური ჯვარი ხოლო სამხრეთის შესასვლელის თავზე თითქმის მსგავსი ჯვარი, რომლის ბაზისზეც ეკლესიის აგების თარიღია ამოკვეთილი. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე სწორკუთხა სარკმელია, სარკმელის მარცხნივ ორი ნიშია. საკურთხევლის ბაქანი წინწამოწეულია და ნახევარწრიული არდაბაგითაა დასრულებული.
თითო სარკმელია ასევე სამხრეთის და ჩრდილოეთის კედლებში. დარბაზის გრძივ კედლებზე ორ-ორი მარტივი პილასტრია, რომელსაც ნახევარწრიული კამარის საბჯენი თაღები ეყრდნობა. ინტერიერი შელესილი და შეთეთრებულია. შენობა დასრულებულიაქვიშაქვის ლავგარდნით. შენობას კრამიტის სახურავი აქვს.
ეკლესიისადმი შეწირულ ზარს ზედ წარწერა აქვს:
"ქ. ზარი ესე შეწირულ არს სოფელს ქემფერში წმინდას გიორგის ეკლესიისდამ მუნ მცხოვრებლთა აზნაურთა და გლეხთაგან და თავადის დავით ვეზიროვის მიერ ჩყმდ (1844 წელი) წელსა, იანვრისა ლა (31)"
როგორც წარწერიდან ირკვევა აქ ტაძრის აგებამდეც არსებულა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც, სავარაუდოა, უფრო მცირე ზომისა უნდა ყოფილიყო.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 450.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 21432