ქართული ძირმწარა
ქართული ძირმწარა[1] (ლათ. Aristolochia iberica) — მეტ-ნაკლებად დაკლაკნილი მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ძირმწარასებრთა ოჯახისა. ქვედა ფოთლები ქერცლოვანია, მისი მომდევნო ფოთლები მოკლეყუნწიანი და მცირე ზომისაა, ზედები კი — დიდი ზომისა და გრძელყუნწიანი. ფოთლის ქვედა მხარე მკრთალია, მოფენილია ბეწვებით; ზედა მხარე თითქმის შიშველია. მოყვანილობით ფართოკვერცხისებურია ან ფართოგულისებური, ძირში ღრმა ამონაკვეთით. აქვს იღლიური და მარტოული ყვავილები. ყვავილსაფრის გაფართოებული ნაწილი ცილინდრული ფორმისაა. ყვავილსაფრის მილი ძლიერაა მოხრილი. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს აპრილ-მაისში. გავრცელებულია სამხრეთ კავკასიასა და მცირე აზიაში. გვხვდება კახეთსა და დასავლეთ საქართველოში. იზრდება მუხნარებში, რცხილნარებში, ჭალის ტყეებში, ბუჩქნარებში, ძირითადად — ქვედა სარტყელში.[2]
ქართული ძირმწარა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Aristolochia iberica Fisch. & Mey. ex Boiss. | |||||||||||||||
|
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 277.
- ↑ სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 58.