ქარზამეთისწყალი
მდინარე საქართველოს და თურქეთის საზღვარზე
ქარზამეთისწყალი[2][3] (თურქ. Tatalit Deresi) — მდინარე, რომელიც წარმოადგენს სასაზღვრო ზოლს საქართველოსა (სამცხე-ჯავახეთის მხარის ასპინძის მუნიციპალიტეტი) და თურქეთს (არტაანის პროვინციის ჩილდირის რაიონი) შორის. სათავე აქვს თურქეთში, ერუშეთის მთიანეთში, ზღვის დონიდან 2810 მ-ზე და მტკვარს ერთვის მარცხნიდან საქართველოს ტერიტორიაზე. სიგრძე 20 კმ, აუზის ფართობი 73 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, მდგრადი წყალმცირობა — ზამთარში.
ქარზამეთისწყალი თურქ. Tatalit Deresi | |
---|---|
ქვეყანა |
საქართველო თურქეთი |
ტერიტორიული ერთეულები |
სამცხე-ჯავახეთის მხარე არტაანის პროვინცია |
სათავე |
ერუშეთის მთიანეთი 41°21′34″ ჩ. გ. 43°00′46″ ა. გ. / 41.35944° ჩ. გ. 43.012944° ა. გ. |
სათავის მდებარეობა | თურქეთი |
სათავის სიმაღლე | 2810 მ |
შესართავი |
მტკვარი 41°18′20″ ჩ. გ. 43°12′51″ ა. გ. / 41.30556° ჩ. გ. 43.21417° ა. გ. |
შესართავის მდებარეობა | საქართველო |
შესართავის სიმაღლე | 1289[1] მ |
სიგრძე | 20 კმ |
აუზის ფართობი | 73 კმ² |
— სათავე, — შესართავი |
რუსეთის იმპერიის რუკებზე ნაჩვენებია, როგორც «Карзаметъ-чай», ხოლო საბჭოთა რუკებზე — «Карзаметчай» და ბოლოს «Карзаметисцкали».
ლიტერატურა
რედაქტირება- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 458.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საბჭოთა ტოპოგრაფიული რუკა
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 173.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 105.