ქალთა V საჭადრაკო ოლიმპიადა

18 სექტემბერი - 13 ოქტომბერი 1972. სკოპიე, იუგოსლავია

ისტორია რედაქტირება

სკოპიეში პირველად გაიმართა ვაჟთა და ქალთა ოლიმპიადები ერთდროულად. აქვე გაიმართა ფიდე-ს 43-ე კონგრესი. მაკედონიელებმა უმოკლეს დროში ააგეს ოლიმპიური სოფელი, სამი დიდი დარბაზი. გამოუშვეს ოლიმპიადისადმი მიძღვნილი წიგნები, პროგრამები, მარკები. მოკლედ ბრწყინვალედ მოემზადნენ მსოფლიოს წამყვანი მოჭდრაკეების მისაღებად. სკოპიეში ასამდე ქვეყნის ნაკრები ჩამოვიდა. მათ შორის იყო 23 ქალთა ნაკრები გუნდი. შეჯიბრება ორ ეტაპად გაიმართა. პირველ ეტაპზე გუნდები ოთხ ქვეჯგუფად დაიყვნენ და შემდეგ დაკავებული ადგილების მიხედვით თამაშობდნენ I-VIII, IX-XVI და XVII-XXIII ადგილებისათვის გამართულ ფინალურ ტურნირებში. საბჭოთა გუნდის ღირსებას მსოფლიოს ჩემპიონი, ნონა გაფრინდაშვილი, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, ალა კუშნირი და სსრკ-ს 1971 წლის ჩემპიონი, ირინა ლევიტინა იცავდნენ. ნაცნობი სახეები იყვნენ რუმინეთის (ალექსანდრა ნიკოლაუ, ელიზაბეტა პოლიქრონიადე, გერტრუდა ბაუმშტარკი) და უნგრეთის (მარია ივანკა, ჟუჟა ვერეცი) გუნდებში. სწორედ ისინი იყვნენ საბჭოთა ნაკრების მთავარი მეტოქეები. ქვეჯგუფებში ფავორიტებს არავითარი პრობლემა არ შექმნიათ ისე გავიდნენ ნახევარფინალში. საბჭოელებმა, მაგალითად მხოლოდ ნახევარი ქულა დათმეს რვა პარტიაში. სენსაცია მოხდა მესამე ქვეჯგუფში. იუგოსლავიელებმა მოულოდნელად წააგეს ინგლისელებთნ, ფრედ ითმაშეს ჩეხებთან და მთავარი ფინალის მიღმა დარჩნენ. ფინალის მიღმა დარჩნენ პოლონელებიც, რომლებიც ნახევარი ქულით ჩამორჩნენ გფრ-ს გუნდს. ფინალური ტურნირის პირველსავე ტურში ერთმანეთს მთავარი მეტოქეები, საბჭოთა და რუმინელი მოჭდრაკეები შეხვდნენ. გაფრინდაშვილმა მოუგო ნიკოლაუს, ხოლო კუშნირმა - პოლიქრონიადეს. საბჭოელებმა წარმატებულ სტარტს ასევე წარმატებული სვლა მიაყოლეს და ფინიშამდე ერთი ტურით ადრე გაინაღეს ჩემპიონის წოდება. მეტად მნიშვნელოვანი იყო მეოთხე ტურის მატჩი რუმინეთისა და უნგრეთის გუნდებს შორის. უფრო გამოცდილმა რუმინელებმა ორივე პარტია მოუგეს თავიანთ ახალგაზრდა ოპონენტებს და როცა ბოლო ტურში უნგრელები საბჭოელებთნაც დამარცხდნენ, მყის წამოეწივნენ მათ და პირადი მოგების ხარჯზე მეორე ადგილზე მოკალათდნენ.

ტურნირის საზეიმო დახურვის დროს ფიდე-ს პრეზიდენტმა, მაქს ეივემ ვერა მენჩიკის თასი საბჭოთა გუნდის ლიდერს, ნონა გაფრინდაშვილს გადასცა. ოლიმპიადის ჩემპიონის ოქროს მედლები ნონასთან ერთად მიიღეს ალა კუშნირმა და ირინა ლევიტინამ. ვერცხლის მედლები გადაეცათ რუმინელებს, ხოლო ბრინჯაოსი - უნგრელებს. ნონამ და ალამ ოქროს მცირე მედლებიც მიიღეს თავიანთ დაფაზე საუკეთესო შედეგისათვის. ლევიტინას 5,5 ქულა ჰქონდა ექვსიდან. სათდაროგოთა შორის საუკეთესო მაჩვენებელი სინგაპურელ იან ტანის ჰქონდა, რომელსაც გადასცეს კიდეც მცირე ოქროს მედალი.

ტექნიკური შედეგები რედაქტირება

პირველი ეტაპი

I ქვეჯგუფი: 1.  სსრკ- 7,5 2.  გდრ-5 3.  ნიდერლანდები- 4 4.  ავსტრალია- 3 5.  ირლანდია-0,5

II ქვეჯგუფი: 1.  ინგლისი-8,5 2.  ჩეხოსლოვაკია-8 3.  იუგოსლავია-7,5 4.  ავსტრია-3,5 5.  შოტლანდია-2 6.  იაპონია- 0

III ქვეჯგუფი: 1.  რუმინეთი-8 2.  ბულგარეთი-8 3.  მონღოლეთი-4,5 4.  ბრაზილია-4 5.  ისრაელი-3 6.   შვეიცარია-2,5

IV ქვეჯგუფი: 1.  უნგრეთი-8 2.  გერმანია-7,5 3.  პოლონეთი-7 4.  შვედეთი-4 5.  ფინეთი-2,5 6.  სინგაპური -1

ფინალური ეტაპი

XVII-XXIII ადგილები 17.  შვედეთი-9 18.  ისრაელი-9,5 19.  სინგაპური - 6 20.  ირლანდია- 5,5 21.  ფინეთი- 5,5 22.  შოტლანდია-4,5 23.  იაპონია-3

IX-XVI ადგილები 9.  პოლონეთი -10,5 10.  იუგოსლავია - 8,5 11.  ავსტრია- 7 12.  ნიდერლანდები-7 13.  შვედეთი- 6,5 14.  ბრაზილია - 6 15.  მონღოლეთი - 5,5 16.  ავსტრალია- 5

I-VIII ადგილები

გუნდები 1 2 3 4 5 6 7 8
1 სსრ კავშირი   2 1,5 1,5 1 2 1,5 2 11,5
2 რუმინეთი 0   2 1 1 2 1 1 8
3 უნგრეთი 0,5 0   1 1,5 1 2 2 8
4 ბულგარეთი 0,5 1 1   1 0,5 2 1,5 7,5
5 ჩეხოსლოვაკია 1 1 0,5 1   1 1 1,5 7
6 გფრ 0 0 1 1,5 1   0,5 1,5 5,5
7 გდრ 0,5 1 0 0 1 1,5   0,5 4,5
8 ინგლისი 0 1 0 0,5 0,5 0,5 1,5   4

ჩემპიონის შედეგები მატჩების მიხედვით რედაქტირება

  სსრკ                       + = -
ნონა გაფრინდაშვილი 1 1 1 1 0,5 0,5 1 0,5 6,5 8 5 3 0
ალა კუშნირი 1 1 1 1 1 0,5 0,5 1 7 8 6 2 0
ირინა ლევიტინა 1 0,5 1 1 1 1 5,5 6 5 1 0

პრიზიორთა შემადგენლობა და შედეგები რედაქტირება

  რუმინეთი

ალექსანდრა ნიკოლაუ - 7 (+6=2-1), ელიზაბეტა პოლიქრონიადე - 6 (+5=2-3), გერტრუდა ბაუმშტარკი - 3 (+2=2-0).

  უნგრეთი

მარია ივანკა - 7,5 (+6=3-1), ჟუჟა ვერეცი - 6 (+5=2-3), ეილინ კრიჟნი - 2,5 (+2=1-1).

საუკეთესო შედეგები დაფების მიხედვით რედაქტირება

პირველი დაფა ქვეყანა %
ნონა გაფრინდაშვილი   სსრკ 6,5 8 81,3
მარია ივანკა   უნგრეთი 7,5 10 75,0
კრისტინა რაძიკოვსკა   პოლონეთი 6,5 9 72,2
მეორე დაფა ქვეყანა %
ალა კუშინირი   სსრკ 7 8 87,5
ჰანა ერენსკა   პოლონეთი 7,5 9 83,3
ლიდია გალი   ისრაელი 4 5 80,0
სათდარიგო დაფა ქვეყანა %
იან ტანი  სინგაპური 5 5 100,0
ირინა ლევიტინა   სსრკ 5,5 6 91,6
ჰენრიეტა კონარკოვსკა   პოლონეთი 6,5 9 72,2

ლიტერატურა რედაქტირება

  • თენგიზ გიორგაძე. ქართული ჭადრაკის მატიანე. თბილისი, ,,განათლება’’ 1995.
  • თენგიზ გიორგაძე. საჭადრაკო ოლიმპიადების ჩემპიონები. თბილისი. ,,ცოდნა’’ 1984.
  • Шахматы. Энциклопедический словарь. Москва. изд. ,,Советская Энциклопедия’’ 1990

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება