ქალთა VII საჭადრაკო ოლიმპიადა

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

24 ოქტომბერი - 11 ნოემბერი 1976. ჰაიფა, ისრაელი

ფიდეს გადაწყვეტილებამ ისრაელში ჩაეტარებინა მორიგი საჭადრაკო ოლიმპიადები მრავალი ფედერაციის პროტესტი გამოიწვია. სსრ კავშირის საჭადრაკო ფედერაციამ ოფიციალურად მიმართა ფიდეს სხვა ქვეყანაში გადაეტანა ოლიმპიადები. ფიდემ ეს მოწოდება არად ჩააგდო და თავისი გადაწყვეტილება არ შეცვალა. მაშინ სსრ კავშირმა და სოციალისტური ბანაკის სხვა ქვეყნებმა უარი თქვეს ოლიმპიადაში გამოსვლაზე. ამან რაღა თქმა უნდა თავისი დაღი დაასვა ჰაიფაში გამართულ ოლიმპიადას.

აღთქმულ მიწაზე 23 ქვეყნის გუნდი შეიკრიბა. მათ ჯერ ქვეჯგუფებში გაარკვიეს ურთიერთობა, ხოლო შემდეგ ფინალურ ტურნირში გაითამაშეს ოლიმპიური მედლები. ჰაიფაში ერთი მნიშვნელოვანი სიახლე იყო. ფიდემ ქალთა გუნდებს მესამე დაფაც დაუმატა და ამიერიდან გუნდები სამ დაფაზე ხვდებოდნენ ერთმანეთს.

ტურნირის მათვარი ფავორიტები მასპინძლები იყვნენ. მათ პირველ დაფაზე, ყოფილი საბჭოთა მოჭადრაკე, მსოფლიოს სამგზის ვიცე-ჩემპიონი, ალა კუშნირი თამაშობდა. ყოფილი საბჭოელები იყვნენ ლიუბოვ კრისტოლი და ოლღა პოდრაჟანსკაიაც. ძლიერი გუნდი ჰყავდათ ნიდერლანდელებსაც, რომელთაც ყოფილი რუმინელი, ალექსანდრა ნიკოლაუ, ახლა უკვე ვან დერ მიიე, ედგათ სათვეში. ყოფილი ჩეხი, იანა მალიპეტროვა (ახლა ჰარტსონი) თამაშობდა ინგლისელთა პირველ დაფაზე. სწორედ ამ გუნდებს შორის უნდა წარმართულიყო ბრძოლა. მაგრამ, ბრძოლა არ შედგა. მასპინძელთა უპირატესობა აშკარა იყო და ჩემპიონობაც მათ დარჩათ.

ტექნიკური შედეგები

რედაქტირება

პირველი ეტაპი

I ქვეჯგუფი: 1.  ისრაელი - 9 2.   ავსტრალია -5,5 3.   არგენტინა - 5,5 4.  კოლუმბია - 5,5 5.   ავსტრია -4,5

II ქვეჯგუფი: 1.  ნიდერლანდები -12,5 2.  დანია -9,5 3.   ფინეთი - 8,5 4.   კანადა- 7,5 5.   უელსი - 4,5 6.   იაპონია - 2,5

III ქვეჯგუფი: 1.  ინგლისი -12,5 2.  ესპანეთი -10,5 3.  საფრანგეთი -8 4.  იტალია -7 5.  შვედეთი -5,5 6.   ახალი ზელანდია -1,5

IV ქვეჯგუფი: 1.  აშშ -11,5 2.  გერმანია - 9,5 3.   ფილიპინები -8,5 4.   ირლანდია -7,5 5.  შვეიცარია - 7 6.   შოტლანდია - 1

ფინალური ეტაპი

XVII - XXIII ადგილები 17.   შვეიცარია - 12 18.   ავსტრია - 12 19.   შვედეთი - 11,5 20.   იაპონია -11 21.   შოტლანდია - 7,5 22.   უელსი -6,5 23.   ახალი ზელანდია - 2,5

IX - XVI ადგილები

9.   კანადა-13,5 10.   იტალია - 12 11.   არგენტინა - 11,5 12.   ირლანდია - 10,5 13.   ფინეთი - 10 14.   საფრანგეთი - 9,5 15.   კოლუმბია - 9,5 16.   ფილიპინები - 7,5

I-VIII ადგილები

გუნდები 1 2 3 4 5 6 7 8
1 ისრაელი   2,5 2 2,5 3 2 2 3 17
2 ინგლისი 0,5   2 1,5 2,5 2,5 1 1,5 11,5
3 ესპანეთი 1 1   05 1,5 2 2,5 3 11,5
4 აშშ 0,5 1,5 2,5   0 1,5 2 2,5 13
5 ნიდერლანდები 0 0,5 1,5 3   1,5 1,5 1,5 9,5
6 გფრ 1 0,5 1 1,5 1,5   1,5 2 9
7 ავსტრალია 1 2 0,5 1 1,5 1,5   1 8,5
8 დანია 0 1,5 0 0,5 1,5 1 2   6,5

ჩემპიონის შედეგები მატჩების მიხედვით

რედაქტირება
  სსრკ                       + = -
ალა კუშნირი 1 1 1 0,5 1 1 1 1 7,5 8 7 1 0
ლიუბოვ კრისტოლი 0,5 0 1 1 1 1 0,5 0,5 1 1 7,5 10 6 3 1
ოლღა პოდრაჟნსკაია 1 1 0 1 0 1 0,5 0 4,5 8 4 1 3
ლეა ნუდელმანი 0.5 1 1 1 1 1 1 6,5 7 6 1 0

პრიზიორთა შემადგენლობა და შედეგები

რედაქტირება

  ინგლისი

იანა ჰარტსონი 9 (+7=4-2), შეილა ჯეკსონი 6 (+5=2-2), ელაინ პრიჩრდი (5(+4=2-2), სიუზან კალდუელი 4 (+3=2-3)

  ესპანეთი

პეპიტა ფერერ-ლუკასი 5,5 (+3=5-3), ნიუვეს გარსია-ვისენტე 9,5 (+8=3-0), მარია დელ პინო გარსია-პარდონი 5 (+3=4-2), ტერეზა კანელა 2 (+1=2-1).

საუკეთესო შედეგები დაფების მიხედვით

რედაქტირება
პირველი დაფა ქვეყანა %
ალა კუშნირი   ისრაელი 7,5 8 93,8
იანა ჰარტსონი   ინგლისი 9 11 81,8
სილვია ვიუისევიჩი   კანადა 6,5 10 65,0
მეორე დაფა ქვეყანა %
ნავა შტერენგერგი   კანადა 9 10 90,0
ნიუვეს გარსია-ვისენტე   ესპანეთი 9,5 11 86,4
ვანდა ვერკენი   შვეიცარია 7,5 10 75,0
ლიუბოვ კრისტოლი   ისრაელი 7,5 10 75,0
მესამე დაფა ქვეყანა %
ჰურიკო მაედა   იაპონია 6,5 8 81,3
მარტილდა კაზონი   არგენტინა 7 10 70,0
კარლა ვეტშტეინი   შვეიცარია 6,5 10 65,0
სათადაროგო დაფა ქვეყანა %
ლეა ნუდელმანი   ისრაელი 6,5 7 92,9
ადა ვან დერ კლასენი   ნიდერლანდები 6,5 8 72,2
რუთ ორტონი   აშშ 5 8 62,5

ლიტერატურა

რედაქტირება
  • თენგიზ გიორგაძე. ქართული ჭადრაკის მატიანე. თბილისი, ,,განათლება’’ 1995.
  • თენგიზ გიორგაძე. საჭადრაკო ოლიმპიადების ჩემპიონები. თბილისი. ,,ცოდნა’’ 1984.
  • Шахматы. Энциклопедический словарь. Москва. изд. ,,Советская Энциклопедия’’ 1990

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება