ქალამანა
ქალამანა, პარამეციუმი (ლათ. Paramecium) — უმარტივესების გვარი ინფუზორიების კლასისა. ცხოვრობენ მტკნარ წყალში. მათი სხეული მოგრძო-ოვალურია (სიგრძე 0,3 მმ). გამკვრივებული გარეთა ფენა — პელიკულა დაფარული აქვთ თანაბარი ზომის წამწამებით. სხეულის გვერდით, პირის ირგვლივ ჩაღრმავებაში (პერისტომაში) პირის ხვრელია (ციტოსტომი), რომელიც გადადის ხახაში (ციტოფარინქსი). მრავლდებიან უსქესოდ (ორად გამოყოფით) და სქესობრივად (კონიუგაციით). არახელსაყრელ პირობებში ინცისტირდებიან (გარს შემოიკრავენ). Paramecium bursaria-ს ახასიათებს მწვანე წყალმცენარესთან ზოოქლორელასთან უჯრედშიგა სიმბიოზი.
ქალამანა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ქალამანას (Paramecium caudatum) აგებულება | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Paramecium (Müller, 1773) | |||||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 445.