ზოოქლორელა
ზოოქლორელა (ლათ. Zoochlorella) — ზოგიერთი ერთუჯრედიანი მწვანე წყალმცენარის (ქლორელა, კარტერია, პლევროკოკი) საერთო სახელწოდება. ცხოვრობენ უხერხემლო ცხოველების — ინფუზორიების, ღრუბლების და სხვა სხეულში.
ზოოქლორელასა და ცხოველის ურთიერთდამოკიდებულება სიმბიოზურია: ცხოველი ფოტოსინთეზის პროცესში ზოოქლორელას მიერ გამომუშავებული ნახშირწყლებით სარგებლობს, ზოოქლორელა კი ცხოველის აზოტოვან ნივთიერებას და მის მიერ გამოყოფილ ნახშირორჟანგს იყენებს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ყანჩაველი ქ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 537.