ქადა
ქადა — წარმოადგენს საერთო ამიერკავკასიურ ეროვნულ საკონდიტრო ნაწარმს, რომელიც ფენოვანი ღვეზელია. ეს სიტყვა პირველად სომეხი მქადაგებლისა და მეზღაპრის ვარდან აიგეკცის (XII-XIII საუკუნეები) ზღაპარში „ღორი და ქადა“-ში არის მოხსენიებული. სამწუხაროდ ამ სახელის ეტიმოლოგია დღემდე უცნობია.
ქადა ძირითადად წარმოადგენს ჩაისთან და ყავასთან მისაყოლებელ დესერტს. არის გამომცხვარი, მზადდება ფქვილის, კარაქისა და შაქრისგან. ქადას შეიძლება ჰქონდეს შიგთავსი, როგორიცაა ნიგოზი, თხილი, ქიშმიში ან რაიმე ჯემი. ზოგიერთ ხალხში არის სხვადასხვა ვარიაცი მის შიგთავსში განთავსების, ასე მაგალითად ხშირად ათავსებენ მის გულში მონეტას, ხოლო ვინც მონეტას აღმოაჩენდა მისთვის ის წელი წარმატებული იქნებოდა.
სომხეთში ამ ტკბილეულს მიირთმევდნენ ყოველდღიურად. ასევე ქადა არის განუყოფელი ნაწილი სომხეთში სადღესასწაულო სუფრისა.
ხშირად ქადა გვხვდება სხვადასხვა ფორმის, შესაძლებელია იგი იყოს მრგვალი, ოვალური ფორმის ან საერთოდ სამკუთხედ ფორმაში იყოს გამომცხვარი. ასე მაგალითად სევანის ტბის სამხრეთ კიდეზე, წოვინაში ქარდა მკვრივი და ტკბილია და სამკუთხედი ფორმისაა.
ქადა საკმაოდ პოპულარულ საკვებს წარმოადგენს სომხეთში, აზერბაიჯანში, თურქეთსა და საქართველოში. ასე მაგალითად თურქებისთვის ის არის ერთგვარი პური, რომელიც უნიკალურია აღმოსავლეთ ანატოლიის, აღმოსავლეთ შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიისათვის. ეს განსხვავდება რეგიონის მიხედვით. თუმცა, იგი მეტწილად ბაიბურთის პროვინციასთანაა დაკავშირებული. ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება, რომელიც ბაიბურთის ქადას სხვა პროვინციებისაგან ჰყოფს, არის ის ფაქტი, რომ ქოთანში მოთავსებული შიდა მასალა კარაქისა და ფქვილის შეწვით მოთავსებულია ბაიბურტის ნიადაგისგან დამზადებულ ტანდირში, რომელიც თავისებურ არომატს სძენს ქადას.
ეს არის ტრადიციული საკონდიტრო ნამცხვარი, რომელსაც ხშირად განსაკუთრებითი დღესასწაულებს დროს ამზადებენ. ძირითადად ამზადებენ ფენოვანი ცომისგან.
ქადის სახეობებიდან ცნობილია: ბაქოური, ერევნული, ყარაბახული და ნახიჩევანური ქადები, რომლებიც ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულია როგორც შემადგენლობით ასევე ფორმითაც. სომხეთში კი ქადა რაიონების მიხედვითაც კი განსხვავებულია.
საქართველოში კი ქადა წარმოადგენს სადღესასწაულო, სარიტუალო პურს ხევსურეთში. ფაქტობრივად ყველა დღესასწაულისა და სარიტუალო ქმედებისთვის აუცილებელი ატრიბუტი. სახატო, ანუ ჯვრის მამულების მოხვნის რიტუალისას დიასახლისი წვრილად დაჭრილ ხორცს, ყველს, ცოტაოდენ ქონს, ერთმანეთში აურევს, ჩადებს ცომში, მას ერთგვარ გულს გაუკეთებს და გამოაცხობს. დიდ ქადებს ჰქვიათ „სასანთლე“, ხოლო პატარებს „საკვირაო“.
ლიტერატურა
რედაქტირება- Похлёбкин В.В. Кята (гата) // Кулинарный словарь. — М.: Э, 2015. — С. 177—178. — 456 с.
- Похлёбкин В.В. Гата, кята (армянская кухня) // Национальные кухни наших народов. — М.: Лёгкая и пищевая промышленность, 1983. — С. 157—158. — 304 с.
- გ. გოცირიძე, კვების ხალხური კულტურა და სუფრის ტრადიციები საქართველოში. 2007. ალ. ოჩიაური, ქართ. ხალხ, დღეობები აღმ. საქ. მთიანეთში, 1991.