ჩამიჩი
(გადამისამართდა გვერდიდან ქიშმიში)
ჩამიჩი, ქიშმიში — მზეზე ან ჩრდილში გამშრალი ყურძნის მარცვლები. ჩამიჩი არის უკურკო (საბზა, სარგა და სხვ.) და კურკიანი (გერმიანი, ვასარგა და სხვ.). ზოგიერთი ხარისხის ჩამიჩის მისაღებად შრობამდე ყურძნის მარცვლებს მდუღარე კირტუტის ხსნარით ამუშავებენ (შრობის ხანგრძლივობა 4-დან 9 დღემდე).
ჩამიჩის საშუალო ქიმიური შემადგენლობა (მშარლ ნივთიერებაზე გადაანგარიშებით %-ში): შაქარი (79,5–87,5), აზოტოვანი ნივთიერებები (2,1–2,9), მჟავები (ღვინომჟავას მიხედვით; 0,7–2,3), უჯრედისი (1,3), ნაცარი (2,0–2,9), ტენის შემცველობა — 16-დან 22%-მდე. ქიშმიშს აწარმოებენ სამხრეთ ევროპაში, სამხრეთ აფრიკაში, ავსტრალიაში და სხვ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 77.