ფშაური დიალექტი — აღმოსავლეთ საქართველოს მთის დიალექტთა ეგრეთ წოდებული ფხოური ჯგუფის ერთ-ერთი წევრი. გავრცელების ძირითადი არეალია ისტორიული ფშავის ტერიტორია. ფშაური ამ ჯგუფის სხვა წევრებთან შედარებით თავისებურ მდგომარეობაშია.

ისტორიული ფშავის ტერიტორია.

როგორც მისი პირველი მკვლევარი აკაკი შანიძე აღნიშნავდა:

ვიკიციტატა
„ფშავურს ცოტა მოშორებული ადგილი უჭირავს, რადგანაც დროთა განმავლობაში, ქართლ-კახეთის სიახლოვის გამო მას მეტი გავლენა დასტყობია ბარისა.“

მეცნიერის ეს რამდენიმე ათეული წლის წინ თქმული სრულიად შეეფერება ფშაურის დღევანდელ ვითარებას. ამ კილოზე მოლაპარაკე მოსახლეობის ბარისა თუ მთისწინეთის სხვადასხვა ადგილებში გაძლიერებული მიგრაციების წყალობით, იგი კიდევ უფრო დაუახლოვდა ბარელთა მეტყველებას და დაშორდა თავის თავდაპირველ მოძმე კილოებს - თუშურს, ხევსურულს და მოხეურს. ასე რომ, მას თავისი ფონეტიკური, მორფოლოგიური თუ სინტაქსური თავისებურებებით შუალედური მდგომარეობა უკავია აღმოსავლეთ საქართველოს ბარისა და მთის დიალექტებს შორის.

ფშაურმა კილომ ქართველი საზოგადოების ყურადღება ვაჟა-ფშაველასა და მისი ძმების სამწერლო ასპარეზზე გამოსვლისთანავე მიიპყრო, მათ შემოქმედებაში ფშაური დიალექტური ფორმების უხვმა და პრინციპულმა ხმარებამ მკითხველთა თუ კრიტიკოსთა მკვეთრი (ძირითადად უარყოფითი) რეაქცია გამოიწვია. შეიძლება გავიხსენოთ აკაკი წერეთლის დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ.[1][2] ფშაური დიალექტის მეცნიერული შესწავლა პირველად აკაკი შანიძემ დაიწყო.

ფშაური დიალეტქის ნიმუშები

რედაქტირება

ქვემოთ მოცემულია ფშაური დიალექტის რამდენიმე ნიმუში და მათი განმარტებები:[3]

ფშაური დიალექტის ნიმუში განმარტება
აბედენებს ანსხვავებს, უპირატესობას ანიჭებს.
აგულვა ჭურჭლის ალაგება, შენახვა.[4]
ბაგბაგი ცახცახი, კანკალი.
ბათხვა/გადაბათხვა უშნოდ ჯდომა
ებირება ბავშვი დედის დანახვაზე რომ ატირდება, გაეტირება და ცდილობს არსად გაუშვას.
ელაკლუკება ეპირფერება, ელაქუცება.
ვეროთ ალბათ ვერ...
თავ-გამცივალი თავქარიან, უაზრო ადამიანზე ითქმის.
იბგოლება თავდაუზოგავად შრომობს
იბუწუწუება ბრაზდება, ცხარდება.
იმავთავჩი იმთავითვე, თავიდანვე.
კანტი-კუნტი აქა-იქ, დრო და დრო, იშვიათად.
ლიჭყი წვიმისგან უცებ შეტალახებული ზედაპირი.
მააქვის მოაქვს
მაიყარა შეივსო, შესრულდა.
ნავასი ნიშან-კვალი, ნაშიერი, ნაშთი.
ონარი ოინი, ხრიკი.
ჟინჟღლი წვრილი, ნისლიდან ჩამოცრილი წვიმა.
ქანჩახი კლდიანი ადგილი
ყადარი შესაფერისი
ჰყუდავ დგას

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. genia.ge
  2. დაგვიანებული პასუხი აკაკის www.nplg.gov.ge
  3. ფშაური ლექსიკონი დაარქივებული 2019-05-07 საიტზე Wayback Machine. www.ice.ge
  4. აკაკი შანიძის ნარკვევების მიხედვით.