ფუძე
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ფუძე (ინგლ. base) — რთული ნივთიერება, რომლის მოლეკულა შედგება მეტალის ატომისა და მასთან შეერთებული ჰიდროქსილის ერთი ან რამდენიმე ჯგუფისაგან. ფუძეები ისეთი ელექტროლიტებია, რომლებიც წყალხსნარებში დისოცირდება და წარმოქმნის ჰიდროქსილიონებს. მაგ:
- KOH ↔ K+ + OH-
- NH4OH ↔ NH4+ + OH-
როგორც ჩანს. ფუძეების დისოციაცია წყალხსნარებში წარმოიქნება მეტალის იონები და ჰიდროქსილ–იონები. ჰიდროქსილ–იონთა რაოდენობა ფუძის მოლეკულაში მის მჟავურობას განსაზღვრავს. მაგალითად: NaOH ერთმჟავური ფუძეა, Ba(OH)2 — ორ მჟავურია.
ფუძეთა ძალა დამოკიდებულია მათი დისოციაციის ხარისხზე.
ფიზიკური თვისებები
რედაქტირებაფუძეები მყარი ნივთერებებია, რომელსაც სხვადასხვა შეფერილობა აქვს, მაგალითად ნატრიუმის ჰიდროჟანგი NaOH, კალიუმის ჰიდროჟანგი KOH, კალციუმის ჰიდროჟანგი Ca(OH)2 თეთრია, რკინის ჰიდროჟანგი Fe(OH)3 მურა წითელია, კობალტის ჰიდროჟანგი Co(OH)3 ვარდისფერია. მეტალების მეტი წილი წყალში უხსნადია. კარგად იხსნება წყალში ნატრიუმის, კალიუმის, ბარიუმის და შედარებით ნაკლებად კალციუმის ჰიდროჟანგები.
ქიმიური თვისებები
რედაქტირებაფუძეები იყოფა ორ ჯგუფად: წყალში ხსნად და უხსნად ფუძეებად.
წყალში ხსნად ფუძეებს ტუტეები ეწოდება. ტუტეებია NaOH, KOH და სხვა. მათ ძლიერი ტუტე რეაქცია აქვთ. ტუტეების ხსნარების აორთქლებისას გამოიყოფა მყარი ტუტე. ამონიუმის ჰიდროჟანგი NH4OH აორთქლებისას იშლება ამიაკად და წყლად:
- NH4OH = NH3 + H2O
რომელთაგან ორივე ორთქლდება.
1. ფუძეების ყველაზე დამახასიათებელი თვისებაა ურთიერთქმედება მჟავასთან, რომლის დროსაც მიიღება მარილი და წყალი:
- 2NaOH+H2SO4=Na2SO4+2H2O
ამ რეაქციის შედეგად მიღებულ ხსნარში არ არის არც მჟავა და არც ტუტე.
ხსნარს,რომელშიც არ არის არც მჟავა და არც ტუტე, ნეიტრალური ხსნარი ეწოდება.
მჟავასთან რეაქციაში შედიან ასევე უხსნადი ფუძეებიც:
- Cu(OH)2+2HCl=CuCl2+2H2O
მჟავას ურთიერთქმედებას ფუძესთან, რის შედეგადაც მიიღება მარილი და წყალი, ნეიტრალიზაციის რეაქცია ეწოდება.
2. ტუტეები ურთიერთმოქმედებს მჟავაოქსიდებთან:
- 2NaOH+CO2=Na2CO3+H2O
- 2KOH+SO3=K2SO4+H2O
3. ტუტე ურთიერთქმედებს მარილთან, თუ რეაქციის შედეგად გამოიყოფა წყალში უხსნადი ფუძე ან მარილი:
- 2NaOH+CuCl2=Cu(OH)2(ილექება)+2NaCl
4. წყალში უხსნადი ფუძე გახურებით იშლება:
- Cu(OH)2 → CuO+H2O
- 2Fe(OH)3 → Fe2O3+3H2O
5. ტუტეების კონცენტრირებული ხსნარები მოქმედებს ორგანულ ნივთიერებებზე და შლის მათ. ამიტომ NaOH-ს, KOH-ს და სხვ. მწვავე ტუტეებს უწოდებენ სხეულზე მათი მოხვედრა ძალიან სახიფათოა.